ალონსო კენან ილდიზის თაყვანისმცემელია
ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერი, კენან ილდიზი ჩაბი ალონსოს ძალიან მოსწონს. ბასკი სპეციალისტი მოხიბლულია მანევრით, რომელიც თურქ წინახაზელს აქვს.
მადრიდის „რეალის“ თავდასხმაში არსებული კონკურენციის ფონზე, ილდიზის დამატება ამ გადასახედიდან რთული ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ ალონსო თვისობრივი ცვლილებების ფარგლებში, კენანს საკუთარ გუნდში ხედავს.
ილდიზი „ბებერი ქალბატონის“ უდავო ლიდერია და თვიდან თვემდე უმატებს, რაც მის სატრანსფერო ფასზე აისახება.
2023 წელს ილდიზის ფასი 10 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობდა, ახლა კი 75 მილიონი ღირს.
მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, კენანი ტურინში 2029 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს, თუმცა ეს ყველაფერი მოლაპარაკებების საკითხია.
- 26 ოქტომბერი 2025
- 608
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




