„აინტრახტი“ „რეალს“ მიმართავს
Confidencial-ის ინფორმაციით, ენდრიკ ფელიპეს კიდევ ერთი მსურველი ჰყავს.
როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგის რამდენიმე კლუბი ბრაზილიელი ფელიპეს კანდიდატურით ინტერესდება, ასპარეზზე ასევე გამოსულია „ლაიფციგიც“, ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მადრიდის „რეალთან“ დიალოგს ფრანკფურტის „აინტრახტიც“ აპირებს.
გერმანული კლუბის მესვეურები ფლორენტინო პერესთან შეხვედრას გეგმავენ და თავად ფეხბურთელს მიმზიდველ ხელშეკრულებას შესთავაზებენ.
ფრანკფურტელებს ენდრიკის წაყვანა 2 წლითა და 6 თვით სურთ, სადაც ხელფასის 100% სრულად დაფარავენ.
გერმანელების აზრით, ენდრიკი ბუნდესლიგაში გაიბრწყინებს.
- 26 ოქტომბერი 2025
- 635
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




