ალონსო:„„ელ კლასიკოს“ მოგება დამატებით მუხტს შექმნის“

ჩაბი ალონსომ „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა და არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

„ყოველი „ელ კლასიკო“ ისტორიაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ და ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა ბედნიერი იყოს. რა თქმა უნდა, დიდი ენთუზიაზმით მოვემზადეთ და მზად ვართ საბრძოლველად.“

„ჩვენი პროექტი ახლა იწყება, მხოლოდ 2 თვეა ერთად ვართ. დარწმუნებული ვარ, გუნდი კიდევ მოუმატებს და უფრო სოლიდური გახდება.“

„შარშან „ელ კლასიკოებში“ გუნდს ცუდი შედეგი ჰქონდა, ახლა კი სიტუაცია უნდა შევცვალოთ და გავიმარჯვოთ.“

„„იუვენტუსთან“ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეცვლილია. ჰაუსენის, ტრენტის, დანი კარვახალის და სებალიოსის დაბრუნება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს რესურსს.“

„„ბარსელონასთან“ დაფიქსირებული თამაშგარეები? ამ გუნდს უყვარს მაღალი დაცვით თამაში, ეს ჩვენ ვიცით, სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვეცდებით, ტერიტორიები ვაკონტროლოთ.“

„ვიცით, რომ მომდევნო მატჩს განსაკუთრებული ელფერი აქვს, ჩვენი პასუხისმგებლობა კი უდიდესი იქნება.“

„სასტარტო თერთმეტეულში მოხვდებიან ფეხბურთელები, რომლებიც ყველაზე კარგად არიან მზად. ვეცდები, იდეალური გადაწყვეტილებები მივიღო.“

„მბაპე კარგ ფორმაშია, ბევრი გოლი გააქვს და პროდუქტიულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ გარწმუნებთ, კიდევ უფრო მოუმატებს და პროდუქტიული გახდება. ფრანგის შესაძლებლობები ამოუწურავია.“

„როგორც გონებრივად, ასევე საფეხბურთო თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ და საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას ვაპირებთ.“

„გუნდის კოლექტიური ხარისხი უმჯობესდება და ეს მიხარია. კილიანი არამხოლოდ ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე, არამედ სხვა რგოლებიდანაც ცდილობს პროდუქტიულობას.“

„ჩვენ ლა ლიგაში საკმაოდ მისაღები მაჩვენებლები გვაქვს, მაგრამ წინ კიდევ უფრო კარგი კვირები გველის. ვიცით, რომ „ბარსელონას“ დამარცხება მეტ დამაჯერებლობას მოიტანს, რაც სატურნირო ცხრილშიც მნიშვნელოვნად აისახება.“

„საიმედოები ვართ და მყარ საფუძველს ვაშენებთ. ჩვენ ვქმნით ბირთვს, რომელზეც წარმატება უნდა დაშენდეს.“

„თანმიმდევრულ მიდგომას „ბარსელონასთან“ შეხვედრაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ვეცდებით, მოედნის ცენტრში მეტი დომინაცია გვქონდეს და ხაზებს შორის სწორად ვითამაშოთ.“


1

გუშინ და 17:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 18

ჩაბი მიდი რა მოიგე კაცურად მაგრად გამოგვადგება ეგ მოგება ცხრილშიც ფსიქოლოგიურადაც და მერე შეიძლება ისე მოვიხოდოთ ვერც ვერავინ გაგვაჩეროს. ერთი გადართვა გვინდა და მერე საათივით აეწყობა ყველაფერი.


2

გუშინ და 17:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 734

გუნდი უნდა მოიხოდოს და დიდი ფსიქოლოგიური მუხტი ქონდეს. მოსაგებია ეს თამაში.


3

გუშინ და 17:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 925

SAINTERESO IQNEBA XABIS PIRVELI EL KLASIKO TAN BERNABEUZE IMEDIA WARMATEBULAD DAIWYEBS


4

გუშინ და 17:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 63
გუშინ და 17:39, FUC YOU REAL MADRID says:

რეალი წააგებს

ვარსამანიაზე ვერ ეტეოდით სექტანტები და საუკეთესო კლუბის საიტზეც გადმოხვედით?


5

გუშინ და 18:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 152
გუშინ და 17:38, RUSTAVSKI says:

SAINTERESO IQNEBA XABIS PIRVELI EL KLASIKO TAN BERNABEUZE IMEDIA WARMATEBULAD DAIWYEBS

ღმერთიც მაგის მხარეზეა და აუცილებლად მოიგებს. ამ ნახევარ გუნდსაც თუ ვერ მოუგო მაშინ ჩაალაგოს ბარგი ბაბუ ამას აღარ მოითმენს.

გუშინ და 17:48, khurtsidzekoba says:
გუშინ და 17:39, FUC YOU REAL MADRID says:

რეალი წააგებს

ვარსამანიაზე ვერ ეტეოდით სექტანტები და საუკეთესო კლუბის საიტზეც გადმოხვედით?

ნუ დარდობ არც ჩვენები ერიდებიან იქით ძრომას 


6

გუშინ და 19:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 28

99% დარწმუნებული ვარ,რომ ჩაბი ხვალ გაამართლებს. წარმატებები ბიჭებს!


7

გუშინ და 22:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 925

IMEDIA  ERTXEL DA SAMUDAMOD MOEXSNEBAT ES KOMPLEQSEBI DA MOIGEBEN

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 10
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (208)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)