კარერასი:„„ელ კლასიკო“ ჩემთვის დამატებითი გამოწვევაა“
ალვარო კარერასმა მოახლოებულ „ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით ისაუბრა.
„მე კანტერანო ვარ, „რეალის“ დიდი გულშემატკივარი, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთი ასაკობრივი ჯგუფი გამოიარა. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო მთავარ გუნდში მოხვედრა და „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაში.“
„მერწმუნეთ, ძალიან მოტივირებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, უმაღლესი კლასის საჩვენებლად.“
„ღმერთს მადლობა, რომ ჩემი ოცნება ასრულდა და ახლა ყველაფრის მონაწილე ვარ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის დიდ სიყვარულს ავლენენ.“
„ჩვენ გვჭირდება ერთობა, უნდა შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ბედნიერი იქნება, ამისთვის კი „ბარსელონას“ დამარცხებაა საჭირო.“
- 25 ოქტომბერი 2025
- 417
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




