კურტუა:„„ელ კლასიკოში“ დომინანტი „რეალი“ უნდა იყოს“
ტიბო კურტუამ „ბარსელონასთან“ დაპირისპირების წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
„საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე. წლების მანძილზე ვდგავარ „რეალის“ სადარაჯოზე და „ბარსელონას“ წინააღმდეგ ბევრი თამაში მაქვს ჩატარებული.“
„მახსოვს არაერთი ისტორიული შეხვედრა, რომელიც საკუთარ კედლებში გავმართეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება დავაფიქსირეთ.“
„„ბარსელონასთან“ მოგებას არამხოლოდ მენტალური, ასევე სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.“
„როდესაც კარგად ვთამაშობთ, ქომაგები კიდევ უფრო აქტიურდებიან და მეტოქეზე ზეწოლას ახდენენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ემოცია შევქმნათ და მუხტი შევინარჩუნოთ. ჩვენ გვჭირდება დომინანტური ფეხბურთის თამაში.“
- 25 ოქტომბერი 2025
- 268
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



