ჯუდი:,,ელ კლასიკოში გოლის გატანაზე ვოცნებობ"
ჯუდ ბელინგემმა „ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით ისაუბრა.
„ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება, რომელიც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. მადრიდის „რეალის“ მოტივაცია რა თქმა უნდა, უდიდესია. ჩვენ სანტიაგო ბერნაბეუზე ვთამაშობთ და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება საკუთარ კედლებში მოწოდების სიმაღლეზე დგომა.“
„გვსურს, შევინარჩუნოთ ბოლო რამდენიმე თამაშიდან მიღებული იმპულსი და კვლავ გავიმარჯვოთ. ბავშვობაში „ელ კლასიკოს“ ყოველთვის ემოციურად ვუყურებდი, ახლა კი ამ ყველაფრის მონაწილე ვარ.“
„თუ გოლს გავიტან, ჩემი აღნიშვნა აუცილებლად იქნება ემოციური და განსაკუთრებული, ვინაიდან „ბარსელონას“ კარში გატანილი გოლი სხვა სხვაა.“
„როდესაც „ელ კლასიკოს“ იგებ, ხდები მენტალურად უფრო ძლიერი. გეძლევა მუხტი და თვითრწმენა, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში გადამწვეტია. „ბარსელონას“ დამარცხებას სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.“
„როდესაც ბერნაბეუზე შევდივარ, კანი მიცახცახებს, ეს განსაკუთრებული მომენტია, რადგან ქომაგებისგან უდიდეს სითბოს ვგრძნობ. ეს არის განსაკუთრებული არენა, სადაც ისტორია იწერება.“
„ძლიერი და პოზიტიური ვარ. „ხეტაფესთან“ და ტურინის „იუვენტუსთან“ დინამიკა გავიუმჯობესე. ეს ცალსახად მნიშვნელოვანია. ტრავმა წარსულს ჩაბარდა, ახლა მომავალზე ფიქრის დროა. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემი გამოსვლა კატალონიელთა წინააღმდეგ საუკეთესო იქნება.“
„90 წუთი გონებრივი სტაბილურობით უნდა ვითამაშოთ. ასეთი დონის მატჩებში შექმნილი მომენტები სრული რეალიზაციაა საჭირო. აქ არ შეიძლება ემოციებს აყოლა. გვჭირდება მწყობრი თამაში, ტაქტიკური გააზრება და თვითრწმენა.“
„მე ინგლისში გავიზარდე და არაერთი დერბი მინახავს, ასევე ტოპ მატჩები, თუმცა ინგლისშიც აღიარებენ, რომ „ელ კლასიკოს“ სხვა დატვირთვა აქვს.“
- 25 ოქტომბერი 2025
- 1 260
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



