რონალდინიოს წასვლის შემთხვევაში კაკა მილანში დაბრუნდება?
გასულ სეზონში მადრიდის რეალმა მილანისგან რიკარდო კაკა 65მილ.ევროდ შეიძინა. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა მადრიდში საკუთარი ძალები ვერ წარმოაჩინა და გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ რიკი სამეფო კლუბს დატოვებს.
როგორც Ilmilanista იუწყება, ფლორენტინო პერესი და როსონერის პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი უახლოეს მომავალში ერთმანეთს შეხვდებიან და განიხილავენ კაკას სან სიროზე დაბრუნებას.
რონალდინიომ შესაძლოა მილანი დატოვოს და რიკარდო იტალიაში დაბრუნდეს. გაუჩომ თავი შესაძლოა ფლამენგოში ან ლოს ანჯელეს გალაქსში ამოყოს. ჟოზე მოურინიოს 28 წლის მოთამაშე არ ჭირდება, რადგან პორტუგალიელ სპეციალისტს გუნდში სერხიო კანალესი და მესუთ იოზილი ჰყავს.
ინფორმაციის წყარო:realmadridzone.com
- 3 ოქტომბერი 2010
- 1 990
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.