ტუდორი:„„რეალის“ და „იუვეს“ დაპირისპირება მრავალფეროვანი და ისტორიულია“

ტურინის „იუვენტუსის“ თავკაცმა, იგორ ტუდორმა მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„მე ვიცი, რომ მადრიდის „რეალი“ ურთულესი მეტოქეა, სწორედ ამიტომ „იუვენტუსის“ არცერთ ფეხბურთელს არ ექნება მოტივაციის პრობლემა. მსურს, რომ გუნდი მოედანზე გავიდეს და მაქსიმალურად დაიხარჯოს. ჩვენ შეგვიძლია წარმატებით გამოსვლა.“

„ეს ორი დიდი გუნდის შეხვედრაა. დარწმუნებული ვარ, სანახაობრივ დაპირისპირებას ვიხილავთ. „ბლანკოსისა“ და „ბებერი ქალბატონის“ შეხვედრების ისტორია მრავალფეროვანია.“

„გრაფიკი ნამდვილად გიჟურია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება, იგივე სიტუაციაშია სამეფო კლუბიც.“

„მბაპე? რა თქმა უნდა, ფრანგის მიმართ დიდი ყურადღება გვმართებს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მხოლოდ მასზე ვერ ვკონცენტრირდებით.“

„დიახ, მადრიდულ გრანდს ჩვენს შემდეგ „ბარსელონა“ ეთამაშება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალონსოს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ძალებს დაზოგავს. სასწორზე მნიშვნელოვანი 3 ქულა დევს.“

„გაზეთებს არ ვკითხულობ, რადგან იქ ბევრი ჭორი იწერება. ვფიქრობ, მშვიდი მუშაობის საშუალება უნდა მომეცეს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (61)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)