კურტუა:„„იუვენტუსი“ რთული მეტოქეა, ჩვენ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ“
ტიბო კურტუამ „იუვენტუსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩემთვის მადრიდის „რეალის“ მაისურით მე-300 დაპიისპირების გამართვა საამაყოა. დარწმუნებული ვარ, საიუბილეო შეხვედრაში მოწოდების სიმაღლეზე ვიდგები. მართალია, „იუვენტუსი“ საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ეს ამ გუნდს უფრო საშიშს ხდის. დარწმუნებული ვარ, „ბებერი ქალბატონის“ ფეხბურთელები სიტუაციის შეცვლას სწორედ ბერნაბეუზე შეეცდებიან.“
„ლა ლიგის მატჩები ამერიკაში? ვფიქრობ, შიდა ჩემპიონატი ესპანეთში უნდა ტარდებოდეს. ეს არ არის მისაღები ფორმატი.“
„დაცვაში თამაშის მხრივ დიდი გაუმჯობესება გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო. მივიჩნევ, რომ მოწოდების სიმაღლეზე დგომა, ნებისმიერ მომენტში საჭიროა.“
„ვინისიუსი უკვე დიდი ბიჭია, უდიდესი გამოცდილებით. როდესაც ბრაზილიელი აქ მოვიდა, სულ რაღაც 18 წლის იყო. ბუნებრივია, მის მიმართ აგრესია იგრძნობოდა, ვინაიდან მეტოქე გუნდებს მუდმივად პრობლემებს უქმნიდა.“
„თამაშგარის ახალი წესი? არ ვიცი, რას მოიტანს ეს ცვლილება, თუმცა ამ ეტაპზე ხშირად ვხედავთ, რომ ფეხბურთელი არაპრივილეგირებულ მდგომარეობაშია, მაგრამ მილიმეტრების გამო თამაში ჩერდება. საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას ღრმა ანალიზი და მსჯელობა სჭირდება.“
„ვინისიუსი მაქსიმალურად ცდილობს ემოციების მართვას. მეტოქეებს ის აღარ ყვება. დარწმუნებული ვარ, ასეთი მიდგომით, პროვოკაციაც ნაკლები იქნება.“
„პირველი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა იქნება, რაც თავის მხრივ გააადვილებს გუნდის გრაფიკს და მეტოქეების ვინაობას განსაზღვრავს, შემდეგ კი ფინალში გასვლასა და გამარჯვებაზე ვიზრუნებთ.“
- გუშინ, 20:06
- 211
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.