ალონსო:„„იუვენტუსთან“ ამის გაკეთებას არ ვაპირებ“

ჩაბი ალონსომ ტურინის „იუვენტუსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„კარგად მახსოვს ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალი. ის „რეალი“ საოცარი იყო და ნებისმიერ მეტოქეს ანადგურებდა. ტურინის „იუვენტუსს“ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა როგორც გითხარით, იმ „რეალის“ დამარცხება წარმოუდგენელი იყო.“

„საფრთხეები, რომელიც ტურინული გუნდიდან მოდის? ეს არის კარგად ორგანიზებული გუნდი, რომელსაც ყველა რგოლში მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს. ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი სტილი და მოვიპოვოთ 3 ქულა. სწორედ ეს არის მთავარი.“

„მასტანტუონო გაუმჯობესებას გააგრძელებს, ის სულ სხვა სტილის ფეხბურთიდან და ტრადიციებიდან მოდის. ფრანკოს სჭირდება დრო, რომელსაც გამოიყენებს.“

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ედუარდო კამავინგას თვისებები, მას შეუძლია თამაშში მეტი დინამიკის შექმნა, სისწრაფეების განვითარება, შეტევების როგორც ჩაშლა, ასევე წამოწყება. ვფიქრობ, ფრანგის სახით ძალიან ძლიერი ფიგურა გვყავს.“

„ტიბო კურტუა საოცარია, ამ ეტაპზე მას მსოფლიოს საუკეთესო კარის დარაჯად მივიჩნევ. ნუ მთხოვთ, კურტუას და იკერ კასილასის შედარებას, იკერი იკერია, მან საოცარი ეპოქა შექმნა, ტიბოზე კი შემდეგ ვისაუბროთ, როდესაც მადრიდულ კარიერას დაასრულებს.“

„მბაპე ინტელექტუალი მოთამაშეა, ის მხოლოდ გოლებით არ გვეხმარება. ფრანგი იდეალურად კითხულობს თამაშს, საოცარი სისწრაფე აქვს და თანაგუნდელებს დიდ დახმარებას უწევს. მჯერა, რომ „10“-იანი კიდევ მოუმატებს და ეს არ არის მისი მაქსიმუმი.“

„„იუვენტუსთან“ ტაქტიკას არ შევცვლი, ჩვენ გვექნება საკუთარი ელფერი. ამის გაკეთებას არ ვაპირებ.“

„ტრენტი და კარვახალი „იუვენტუსთან სავარაუდოდ არ იქნებიან, თუმცა „ელ კლასიკოში“ ორივეს ველოდები. მოდით, მოვისმინოთ ექიმების საბოლოო დასკვნა.“

„ილდიზი უნიჭიერესი მოთამაშე, „იუვენტუსს“ მისი სახით სახიფათო ფიგურა ჰყავს, თუმცა მერწმუნეთ, ტურინელთა განკარგულებაში სხვა მოთამაშეებიც არიან, რომლებსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლიათ. ის, რომ „ბებერ ქალბატონს“ ბოლო მატჩებში კარგი გამოსვლა არ ჰქონდა, არაფერს ცვლის.“

„ნიკო ფასი? ის შესანიშნავი მოთამაშეა და სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ „კომოს“ რიგებში გადავიდა. იტალიის ჩემპიონატში მან საოცარი დონე აჩვენა.“

„ჩვენ ზრდის გზას ვადგავართ. მჯერა ამ შემადგენლობის და ვიცი, რომ ყველაფრის სწორი განაწილების შემთხვევაში, სასურველ შედეგს მივიღებთ.“

„შეტევაში საოცარია კონკურენციაა. ენდრიკის სიტუაცია? არ ვფიქრობ, რომ ახლა ამაზე საუბრის დროა.“

„ჰგავს თუ არა არდა გიულერი იოზილს? ვფიქრობ, არდა მესუთის და ხოსე მარია გუტიერესის ნაზავია. თურქს საოცარი პერსპექტივა აქვს.“

„„რეალისა„ და „იუვენტუსის“ დაპირისპირება ნამდვილი კლასიკაა. ტურინული გუნდი ნამდვილად მიეკუთვნება იმ ტოპ კოლექტივებს,  რომლებიც საოცარ ფეხბურთს აჩვენებენ.“

„ვინისიუსი ერთ-ერთი ფუნდამენტური ფიგურაა. მე მჯერა, რომ ბრაზილიელი კიდევ მოუმატებს და უმაღლეს დონეს აჩვენებს. ვინის როლი  ყველა თამაშში მკაფიოდ ჩანს.“


1

21 ოქტომბერი 2025 22:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 631

ოლიმპიაკოსის წითელი და ხეტაფეს წითელი განსხვავდება რამით?


2

21 ოქტომბერი 2025 22:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 746

ისე ამ იამალს გვირგვინი ვინ აჩუქა საუნტერესოა :) 


3

21 ოქტომბერი 2025 22:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 961
21 ოქტომბერი 2025 22:07, lasha-bacha says:

ოლიმპიაკოსის წითელი და ხეტაფეს წითელი განსხვავდება რამით?

პატარა გუნდები უმეტესად დიდ გუნდებთან იჩაგრებიან ესაა სიმართლე  არ აქ მნიშვნელობა ეს ხეტაფეა ოსასუნა თუ კადისი


4

21 ოქტომბერი 2025 22:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 631
21 ოქტომბერი 2025 22:12, murtoreali777 says:

ისე ამ იამალს გვირგვინი ვინ აჩუქა საუნტერესოა :) 

ბარონმა მამიკომ:))) 


5

21 ოქტომბერი 2025 22:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 189
21 ოქტომბერი 2025 22:12, murtoreali777 says:

ისე ამ იამალს გვირგვინი ვინ აჩუქა საუნტერესოა :) 

ლილიპუტებმა:) 



6

21 ოქტომბერი 2025 23:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 868

ოლიმპიაკოსს მოუგეს და ლიგა ბარსასია თურმე :დ


7

21 ოქტომბერი 2025 23:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 263
21 ოქტომბერი 2025 23:24, Itachi Uchiha says:

ოლიმპიაკოსს მოუგეს და ლიგა ბარსასია თურმე :დ

 ტრებლს დებენ წელს:დ 


ისე  რა წითელი მისწეს ოლიმპიკის ფეხბურთელს გუშინ წინ რაზე წუწუნებდნენ და იმაზე უარესი დღეს ქნა მსაჯმა


8

21 ოქტომბერი 2025 23:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 7

2-1 .!. 4-0 .!. 2-5 .!. 3-2 .!. 4-3 .!. 

:DDD ზედიზედ ხუთჯერ ? .!.:Ddd 


9

21 ოქტომბერი 2025 23:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 746
21 ოქტომბერი 2025 23:46, varmadrid says:

2-1 .!. 4-0 .!. 2-5 .!. 3-2 .!. 4-3 .!. 

:DDD ზედიზედ ხუთჯერ ? .!.:Ddd 

რა კარგად დაგითვლიაა...მეეექვეს იქნება უეჭველი :)

დავიწყოთ იქიდან რომ 2-1 ამხანაგური იყო, გავაგრძელოთ იმით რომ თასის ფინალი დამატებითში მოიგეს, ეგ სტატისტიკაშიც არ ჩაეთვლებათ ეგ მოგება. ტიტული კი. ასე რომ რეალურად 5 კი არა 3 მოგებაა. 


10

21 ოქტომბერი 2025 23:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 263
21 ოქტომბერი 2025 23:46, varmadrid says:

2-1 .!. 4-0 .!. 2-5 .!. 3-2 .!. 4-3 .!. 

:DDD ზედიზედ ხუთჯერ ? .!.:Ddd 

რა იყო რა გეწყინა ისე გამიგია რომ კლასიკოებში ბურთის შეფარდებები და მაგ კლააიკოებით ბლატაობა კარგა გამოგდით ზოგ ზოგს პრინციპში კლასიკოებს დაითვლით ათი წელია იმას ვერ ითვლით რისი დათვლაც გინდათ და ეგენი მაინც შეირგეთ


11

22 ოქტომბერი 2025 00:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 7
21 ოქტომბერი 2025 23:55, murtoreali777 says:
21 ოქტომბერი 2025 23:46, varmadrid says:

2-1 .!. 4-0 .!. 2-5 .!. 3-2 .!. 4-3 .!. 

:DDD ზედიზედ ხუთჯერ ? .!.:Ddd 

რა კარგად დაგითვლიაა...მეეექვეს იქნება უეჭველი :)

დავიწყოთ იქიდან რომ 2-1 ამხანაგური იყო, გავაგრძელოთ იმით რომ თასის ფინალი დამატებითში მოიგეს, ეგ სტატისტიკაშიც არ ჩაეთვლებათ ეგ მოგება. ტიტული კი. ასე რომ რეალურად 5 კი არა 3 მოგებაა. 

როგორ ჩამოაყალიბე რაითვლება და რა არაა :DDD აბაა მიდი ჩამოთვალე რამდენი ლიგა გაქვს მოგებული ჩესნად :DDD?


12

22 ოქტომბერი 2025 00:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 189

Psg leverkuzens vin uyurebt ra tamashia


13

22 ოქტომბერი 2025 00:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 994

არსენალმა გააუპატიურა ატლეტიკო ბლინ ამათთან როგორ წავაგეთ 

-----------------------
Decimotercero

14

22 ოქტომბერი 2025 00:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 7

კუმ ოქროს ბურთი მინდა ლიგასთან ერთადო :D ჰოლანდმა ჩაიცინა შენ შიგ ხომ არ გაქვსოოო :Ddd


15

22 ოქტომბერი 2025 00:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 868
21 ოქტომბერი 2025 23:46, varmadrid says:

2-1 .!. 4-0 .!. 2-5 .!. 3-2 .!. 4-3 .!. 

:DDD ზედიზედ ხუთჯერ ? .!.:Ddd 

განაგრძე უკუთვლა


16

22 ოქტომბერი 2025 00:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 28

Au silqze cocxals ar uyurebt? Vigudebi ras gadaoben saluqvadze da bidina???? imena glijaven ra


17

22 ოქტომბერი 2025 00:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 263
22 ოქტომბერი 2025 00:35, varmadrid says:

კუმ ოქროს ბურთი მინდა ლიგასთან ერთადო :D ჰოლანდმა ჩაიცინა შენ შიგ ხომ არ გაქვსოოო :Ddd

იმატებენ ამ საიტზე ისეთები ვინც წესით არ უნდა იყვნენ მოაქციე ადმინ აქაურობას ყურადღება


18

22 ოქტომბერი 2025 01:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 746

ყველაფერი რა კარგად წამოვიდა და ნაპოლიმ დღეს გაასხა მაინცდამაინც. პსვ 1-3 წააგო სახლში როიალ უნიონთან და დღეს მოიყყ.ტნა გამჩენი მე რომ მეწერა წაგება


19

22 ოქტომბერი 2025 04:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 321

ბარსა არ ვიცი, მაგრამ არსენალი და პსჟ ჩვენზე გაცილებით უკეთესს ფეხბურთს თამაშობენ და რასაც ვუყურებ არანაირი შანსი არ გვექნება არცერთთან


20

22 ოქტომბერი 2025 08:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 702

ჩაბი,თუ რას წარმოადგენს შენი გუნდი,ეს სუპერკლასიკოში გამოჩნდება,იუვე არ არის რეალის საპირწონე გუნდი დღესდღეობით.ჯერჯერობით არ გენდობი და ვნახოთ.

შენი ბედი სეზონის ბოლოს გადაწყდება.))


21

22 ოქტომბერი 2025 10:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 358
22 ოქტომბერი 2025 04:31, გურჯი says:

ბარსა არ ვიცი, მაგრამ არსენალი და პსჟ ჩვენზე გაცილებით უკეთესს ფეხბურთს თამაშობენ 

ორივე ჩვენზე დალაგებული გუნდია, კიარადა ჯერჯერობით საუკეთესო ეგ ორია, გამორჩეული დაცვის რგოლი ყავთ, და ფიზიკურად არიან უმაღლეს დონეზე. სორლოთი თავისი საჰაერო ორთაბრძოლებიანა დაშალეს მცველებმა, რაისი-ზუბიმენდმა აგრესიული ატლეტიკო სულ ფეხებში შემოიფინეს ბულდოკებივით ფეხზე ეჯდნენ ეგრევე.

სირცხვილია 5:2 როგორ მოგვიგეს ჩვენ, სორლოთმა ოფსაიდებშიც და მის გარეშეც გვიტანა თავით გოლები, ჩვენი ცენტრი კი ეალერსებოდა ისე სინაზით ეთამაშებოდნენ, 2 მეტრიანი ჩუამენი 2 ნაბიჯს გაბედულად ვერ დგამდა, სისწრაფეებშიც იგივე. ბევრს ატყუებს რეალის შემადგენლობა, რახან აქაა გონიათ ტოპ კლასია, არადა ბევრ რგოლში გვიჭირს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 16
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 8
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (52)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)