ვალდანო:„ვინისიუსს სამუშაო ბევრი აქვს“
ხორხე ვალდანომ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ბევრი აქვს სამუშაო, როგორც საფეხბურთო კომპონენტზე, ასევე ჟესტიკულაციებზე.
„მე ვფიქრობ, რომ ბრაზილიელს არნახული ტალანტი აქვს და ოქროს ბურთის მოგებაც შეუძლია, თუმცა ამისთვის ბევრი მუშაობა მოუწევს.“
„ვინი უნდა დაბრუნდეს იმ სიმაღლეზე, რომელიც ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ჰქონდა და მე-2 პოზიციაზე განთავსდა.“
„ბრაზილიელს მოუწევს, როგორც საფეხბურთო ხარისხის გაუმჯობესება, ასევე ჟესტიკულაციის მართვა. ალონსო არ არის ანჩელოტი, ბასკი უფრო ხისტია და ფეხბურთელებთან მეტი სიმკაცრე აქვს, ეს კი წინახაზელმა უნდა გაითვალისწინოს.“
„ვინისიუსი არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრების ყველა ეტაპზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა ის ბავშვი აღარ გახლავთ და დროა, გაცილებით მეტი იზრუნოს საკუთარი პიროვნების განვითარებაზე. ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თანაც იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას იცავს.“
„ფუნდამენტური მნიშვნელობა მიენიჭება ამ სეზონს, ამის ღრმად მწამს, სწორედ ამიტომ, სამხრეთ-ამერიკელმა მაქსიმუმი უნდა დადოს.“
- გუშინ, 10:56
- 499
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




