ვალვერდე:„მომდევნო კვირა გამოწვევებით სავსე იქნება“

ფედე ვალვერდემ „ხეტაფესთან“ შეხვედრა შეაფასა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ მარტივი გასვლა არ გველოდა. „ხეტაფემ“ თავიდან ბოლომდე საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთა აქცენტი და ორმაგ დაცვას თამაშობდა. საკმაოდ რთულია ასეთი მეტოქის დამარცხება, მაგრამ როდესაც გოლს გაიტან, სირთულეები აღარ არსებობს და მეტოქის ტაქტიკაც იცვლება.“

„სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ფეხბურთელებმა მატჩს მეტი დინამიკა მისცეს, ჩვენი გუნდი უფრო სწრაფი გახდა და შედეგიც სახეზეა.“

„მთავარია გავიმარჯვეთ და 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ.“

„კილიან მბაპეს თამაშით ყველამ უნდა ისიამოვნოს. ფაქტია, რომ ფრანგი საოცარ ფორმაშია, თუმცა მერწმუნეთ, ის კიდევ მოუმატებს და ბევრ გოლს გაიტანს. შესაძლებლობები, რომელიც მბაპეს აქვს, სრულიად განსხვავებულია.“

„ლა ლიგაში ყველაფერი კარგად მიდის. ახლა ჩემპიონთა ლიგის დროა, შემდეგ კი „ელ კლასიკოზე“ დავიწყებთ ფიქრს. მომდევნო კვირა გამოწვევებით სავსე იქნება.“


1

20 ოქტომბერი 2025 11:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 793

მომდევნო 4 თამაშიდან სამი რთული თამაში გველოდება. თუმცა იუვესთან და ბარსასთან სახლში ვთამაშობთ, მერე ვალენსია,.ალბათ მარტივი თამაში იქნება და მერე ენფილდსე ჩავდივართ. თუმცა ლივერპული ისეთ ფორმაშია თავისუფლად შეიძლება მოგება. არამგონი იქამდე ისე აიწყვიტონ რომ ყველაფერი მოიგონ. 

ლივერპულის მერე კი 5 მარტივი თამაში მოდის და ხუთივე მოსაგებია. თუმცა მარტივ თამაშებში ვიცით ჩვენ ქულების დაკარგვა, არ უნდა მოეშვან როგორც გუშინ. ბოლოს კინაღამ 9 კაცმა გაგვიტანა და ქულები კინაღამ დაგვაკარგინა. ასე რომ სრული კონცენტრაცია იმ ხუთ თამაშში. ხუთივეს მოგება შეიძლება მარტივად, თუ რამე არ მოიგონეს.ზ


2

20 ოქტომბერი 2025 12:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 064

MTAVARIA BSRSASTAN YVELA  MWYOBRSHI IYOS


3

20 ოქტომბერი 2025 12:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 759

ბარსას უნდა მოვუგოთ აუცილებლად. ეხლა რომ ეგ თამაში ფრე ან წაგება იყოს, რავიცი... ალონსოს მაგრად დაარტყავენ 


4

20 ოქტომბერი 2025 12:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 159

3-5-2 ის კაცია ეს, ცენტრში არაფერი ესაქმება და მარჯვენა მცველად უკეთესად გამოდის ბევრად,  მარა მარტო ამას კიარა რასაც ვუყურებ არავის არაფერი ესაქმება დღეს ისეთ საცოდავ დღეშია კლუბი, ჰო და ის არგენტინელი მაჩანჩალა მოაშორონ დროულად, ურთულესია კლუბისთვის ყოველი მატჩის 10 კაცით თამაში, ასე ბოლოს ვის როდის მფარველობდნენ არ მახსოვს, აზარისთვის რო მიეცათ ამდენი შანსი, მაგ ჩოილარზე მინიმუმ 5 ჯერ უკეთ ითამაშებდა


5

20 ოქტომბერი 2025 17:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 28

ცუდი თამაში გამოგვივიდა სამწუხაროდ და კიდე კაი წვალებით მოვიგეთ. რო არა კურტუა ცუდად იქნებოდა საქმე. კლასიკო მოსაგები გვაქ 1000% თორე ფსიქოლოგიურად დაგვარტამს მაგრად. მასტატუონო არ უნდა ათამაშოს ძირითადში ბარდელონასთან და უნდა დამუხტოს სასტავი რაღაცა უფხოდ თამაშობენ ცეცხლი არააქვთ თვალებში. 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 18
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (79)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)