ჩაბი ბელინგემის კონდიციით კმაყოფილია
ჯუდ ბელინგემმა ეს დღეებში ფიზიკურ კონდიციებს მოახმარა. ოპერაციის შემდგომმა პერიოდმა ჩაიარა, შემდეგ იყო მოედანზე გამოჩენაც, ახლა კი ინგლისელისგან ყველა მაქსიმუმს ითხოვს.
წინ უმნიშვნელოვანესი მატჩებია, სადაც ბელინგემის როლი უნდა გაიზარდოს, ალონსო კი კმაყოფილია იმ მაჩვენებლებით, რომელიც ჯუდმა უნდა დააფიქსირა.
რა თქმა უნდა, ნახევარმცველს სკამის მოთამაშედ არავინ განიხილავს. ჯუდი სასტარტოში უნდა დაბრუნდეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ბელინგემის მოედანზე დაბრუნება შეამცირებს თუ არა არდა გიულერის სათამაშო დროს, თუმცა ფაქტია, რომ ალონსოსთვის ჩუამენი და ვალვერდე შეუცვლელები არიან, ნახევარდაცვაში კი მხოლოდ 1 ადგილი რჩება.
ალონსო ან ტაქტიკას შეცვლის და 4-4-2 სქემაზე გადავა, სადაც ჩუამენისა და ვალვერდეს წინ არდა და ჯუდი ითამაშებენ, ანაც 4-3-3 სქემაზე დარჩება და ბელინგემის დაბრუნებას ახალგაზრდა თურქის სკამზე გადასმა მოყვება.
- გუშინ, 14:35
- 407
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.