„რეალმა“ მორიგი ვარჯიში გამართა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა კვირის მეორე ვარჯიში წარმატებით დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ სესიას ესწრებოდნენ ნაკრებებიდან დაბრუნებული ფეხბურთელებიც, თუმცა გუნდი სრულად ხვალიდან შეივსება.
ივარჯიშა ფრანკო მასტანტუონომ, ინდივიდუალური პროგრამა ჰქონდა კილიან მბაპეს, რომელსაც დისკომფორტი აღარ აღენიშნება.
შეკრებაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და პრესინგს.
ვარჯიშზე ჩაბი ალონსომ 2 კანტერანო იხმო, მათ შორის ხოან მარტინესი, რომელიც მთავარ გუნდთან ერთად ინტენსიურად ვარჯიშობს.
- გუშინ, 16:22
- 191
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.