ჰაუსენი „ხეტაფესთან“ ვერ ითამაშებს, „იუვესთან“ მატჩი ჯერ-ჯერობით საეჭვოა
დინ ჰაუსენის აღდგენითი პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ესპანელი ფეხბურთელი ლა ლიგის მომდევნო ტურში გუნდს ვერ დაეხმარება.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მატჩს, რომელიც ტურინის „იუვეტუსის“ წინააღმდეგ უნდა გაიმართოს, ამ შემთხვევაში ექიმები პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებენ.
თუ იარსებებს 1%-იანი შანსიც კი, რომელიც ტრავმის გამიზეზებას უკავშირდება, ალონსო არ გარისკავს და ჰაუსენს არც ტურინელთა წინააღმდეგ გამოიყენებს.
რაც შეეხება „ელ კლასიკოს“, სამედიცინო შტაბის აზრით, „ბარსელონას“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლა დინისთვის სრულიად შესაძლებელი იქნება.
- გუშინ, 14:01
- 210
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.