ზიდანი:„ასეთი ფეხბურთელები დღეს აღარ არსებობენ“
ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა და მადრიდული ეპოქა გაიხსენა.
„ის, რაც ერთად შევძელით, სრულიად წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა. დიახ, მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოვიგე. ჩვენ კიდევ უფრო მეტის საშუალებაც გვქონდა, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა ხელი შეგვიშალა.“
„კოვიდ პანდემიამ მთლიანად ფეხბურთს შეუქმნა პრობლემები. აქ იქ მთელი რიგი პრობლემებისა, რომელსაც თითოეული გუნდი ებრძოდა.“
„მოდრიჩი და რონალდუ? ორივე საოცარი იყო. რომელს გავწვრთნიდი კიდევ? მერწმუნეთ, არჩევანს ვერ გავაკეთებთ და გიპასუხებთ ორივეს. უჰ, ისინი საოცარი ფეხბურთელები იყვნენ, ბურთს არასდროს კარგავდნენ. მათ გარდა მყავს კროოსი, ისკო, ბენზემა, როდრიგო... მადრიდული გრანდი მაშინ საოცრად ფლობდა ბურთს და იცოდა, კონკრეტულ მატჩში რა გაეკეთებინა გამარჯვების მისაღწევად.“
„საუკეთესო მომენტები? ის, რაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გავაკეთეთ, საფეხბურთო კლასიკა იყო. მეორე ტაიმს 6-ჯერ ვუყურე და ვთქვი, რომ ეს არის სრულყოფილება.“
„რომ შემეძლოს ახლა „რეალის“ რომელიმე ფეხბურთელთან ერთად ვახშამზე წასვლა, აუცილებლად ავირჩები მოდრიჩს, ან კროოსს, რადგან მათთან საუბარი ძალიან საინტერესო იქნებოდა. ორივე ლეგენდაა, მათი ხედვები რა თქმა უნდა, დამაინტერესებს. ასეთი ფეხბურთელები ახლა უბრალოდ აღარ არსებობენ, ტონი არამხოლოდ „რეალს“, არამედ სრულიად საფეხბურთო სამყაროს დააკლდა.““
- 13 ოქტომბერი 2025
- 3 930
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



