პეპე:„ჩემი აზრით, „რეალს“ მისი სტილის ფეხბურთელი სჭირდება“
კეპლერ პეპემ სამეფო კლუბზე ისაუბრა.
„მე, როგორც მადრიდისტას, ყოველთვის მაინტერესებს სამეფო კლუბის შეხვედრები. როგორც ლა ლიგას, ასევე ჩემპიონთა ლიგას ინტენსიურად ვადევნებ თვალს,“
„„რეალი“ ჩემი კლუბია, ამას ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ.“
„მერწმუნთ, რთულია კარლო ანჩელოტის დონის სპეციალისტის შეცვლა, მაგრამ მჯერა ჩაბი ალონსოს შესაძლებლობების.“
„ესპანელ სპეციალისტს სამწვრთნელო ნიჭი ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც ფეხბურთელი იყო. ის ყოველთვის სწორ ტაქტიკურ მითითებებს გვაძლევდა და ხშირად მწვრთნელსაც ეხმარებოდა.“
„რა სჭირდება „რეალს“? მეტი ორგანიზებულობა და ფეხბურთელი, რომელიც სათამაშო სტილით სწორედ ალონსოს ჰგავს, ის ძალიან დიდი ტექნიკური არსენალის მქონე მოთამაშე იყო, რომელიც თამაშს კარგად კითხულობდა.“
- 13 ოქტომბერი 2025
- 1 422
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




