მბაპე:„მაშინ ეს საიდუმლო იყო, მაგრამ ახლა გეტყვით“

კილიან მბაპემ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და მათ შორის ზაფხულში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

„კრიშტიანო რონალდუ ჩემი კუმირი იყო, მისი რჩევები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ერთად არ გვითამაშია, მაგრამ გამიმართლა, რომ ერთ ეპოქაში მაინც ვართ. პორტუგალიელთან კონტაქტი ახლაც მაქვს, ის ყველასგან განსხვავებული მოთამაშეა, რომელიც საოცარ მოტივაციას ფლობს.“

„ზაფხულში საკმაოდ მძიმე ვირუსი მქონდა, რამაც 7 კილოგრამი დამაკლებინა. ხალხმა მაშინვე შემამჩნია, რომ წონის სერიოზული კლება მქონდა, თუმცა ღიად ვამბობდი, რომ 3 კილოგრამი დავიკელი, ვინაიდან 7-ის თქმის შემთხვევაში, სერიოზულ განგაშს ვიხილავდით. მას შემდეგ 2-3 კილოგრამი მოვიმატე, დღეს უფრო გამხდარი ვარ და მივიჩნევ, რომ ეს სისწრაფეების განვითარებაში მეხმარება.“

„მაშინ ეს საიდუმლო იყო, მაგრამ ახლა დასამალი აღარაფერია, რადგან საკითხმა აქტუალობა დაკარგა.“

„სიძლიერე? შედარებით ნაკლებულმა წონამ უფრო მოქნილი გამხადა და ამას ჩემს სიძლიერეზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია.“

„ჩემი ოცნება ყოველთვის „რეალში“ თამაში იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ლეო მესისთან ერთად ვითამაშებდი, თუმცა ის „პსჟ“-ში გადმოვიდა,. არგენტინელთან ერთად შეტევის გაძლიერება საინტერესო გამოწვევა იყო.“

  • Madridista
  • 13 ოქტომბერი 2025
  • 6 502
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (131)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)