მბაპემ სამედიცინო შემოწმება გაიარა!
როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრები კოჭის გასიების გამო დატოვა და ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა. დღეს დილით „10“-იანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.
ჩატარებული ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ მბაპეს ზუსტად იგივე ადგილზე აქვს დაზიანება, რომელიც აქამდე ჰქონდა, თუმცა საგანგაშო არაფერია.
ექიმების პროგნოზით, კილიანი 3-4 დღეში შეძლებს სრული დატვირთვის მიღებას.
ზემოაღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგის მომდევნო ტურში, რომელსაც „რეალი“ „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართავს, კილიანი ხელმისაწვდომი იქნება.
- 11 ოქტომბერი 2025
- 2 783
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



