გონსალო გარსია:„„რეალი“ ახდენი ოცნებაა, ბოლომდე დავიხარჯები“
გონსალო გარსია ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში იმყოფება. „რეალის“ ფორვარდმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
„ჩემი მიზანი ყოველთვის „რეალში“ დარჩენა იყო, რადგან ეს არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. მთელი ბავშვობა მთავარ გუნდში ყოფნაზე ვოცნებობდი.“
„კონკურენცია? ამ მხრივ მართლაც ყველაფერი პიკშია. „ბლანკოსში“ რამდენიმე უმაღლესი კლასის შემტევი თამაშობს.“
„სხვა პოზიციაზე თამაში? თუ მწვრთნელი მიმითითებს, არანაირი პრობლემა არ მექნება, თუმცა მე ცენტრ-ფორვარდი ვარ.“
„რონალდუსგან ყოველთვის ვიღებდი მაგალითს, ის ჩემი კუმირია და მივიჩნევ, რომ ყველასგან გამოირჩევა.“
„ვცდილობ, სრულფასოვნად გამოვიყენო თითოეული სათამაშო წუთი, რომელსაც სამეფო კლუბში ვიღებ. სეზონი ახლა დაიწყო და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. წასვლა? რა თქმა უნდა არ მსურს, თუ გუნდს დავტოვებ, მხოლოდ იჯარით, თუმცა ამაზე საუბარი ახლა რელევანტური არ იქნება.“
„ალონსომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე დიდი ნდობა გამომიცხადა, რაც ჩემთვის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ როგორც ლა ლიგაში, ასევე სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშო დრო მექნება.“
- დღეს, 13:40
- 201
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.