მბაპე:„თავს კარგად ვგრძნობ, არაფერი მჭირს და სათამაშოდ მზად ვარ“
კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა.
„თავს კარგად ვგრძნობ, ეს იყო მცირე დაზიანება და დისკომფორტი, რასაც არსებითი მნიშვნელობა არ უნდა მივენიჭოთ, ვინაიდან ხელს არაფერში მიშლიდა. მე მსურს თამაში და მწვრთნელის სურვილიც ანალოგიურია.“
„დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის ნაკრების დახმარება შემიძლია. ვარჯიშებზე მცირე შეზღუდვები მქონდა, თუმცა ახლა აღარც შეზღუდვა მექნება.“
„არ ვიცი, რატომ ატყდა აჟიოტაჟია, შემიძლია მხოლოდ ის დავადასტურო, რომ ტრავმა არ მაქვს.“
„მადრიდში დიდი მოთხოვნებია, მაგრამ ცხოვრება მშვიდია. იქ არ არის აურზაური, რაც ფეხბურთელს თვითრეალიზების საშუალებას აძლევს.“
„ვინისიუსთან ურთიერთობა? ჩვენ მეგობრები ვართ, ერთად თამაში ვისწავლეთ და მწვანე მინდორზეც კარგად ჩანს, რომ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ბრაზილიელს არნახული რესურსი აქვს, ის ბურთთან ერთად საოცრად სწრაფად მოძრაობს.“
„როგორც ჩემი, ასევე ბრაზილიელის მიზანი ერთია, რაც „რეალის“ წარმატებას ითვალისწინებს.“
- გუშინ, 17:11
- 516
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.