მასტანტუონო:„იამალს ჩემ თავს არ შევადარებ“
ფრანკო მასტანტუონომ არგენტინის ნაკრებში ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
„ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რისი გააზრებაც მარტივად არ იყო. ევროპულ ფეხბურთი ადაპტაცია შევძელი, თუმცა მთავარი ეტაპები ჯერ კიდევ წინ არის.“
„ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩაბი ალონსოსგან სრული ნდობა და მხარდაჭერა მაქვს. ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ და ვიცი, რომ მომატება შემიძლია.“
„სანტიაგო ბერნაბეუზე ნამდვილად მომთხოვნი პუბლიკაა, სწორედ ამიტომ გახლავთ „ბლანკოსი“ ასეთი წარმატებული.“
„ლამინ იამალთან შედარება არ მომწონს, ჩემს თავს მას არ შევადარებ, რადგან მე მაქვს ჩემი სტილი, ჩემი ხედვა, მანევრი და ინდივიდუალიზმი, ლამინს კი თავისი.“
„ვფიქრობ, „ბარსელონას“ ესპანელის სახით საოცარი ვარსკვლავი ჰყავს, რომელიც განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა, თუმცა მე ვფიქრობ იმაზე, რომ საკუთარ განვითარებას დავუთმო დრო და არა სხვებზე საუბარს.“
„აღმაფრენა? სიმართლე გითხრათ, ჯუდ ბელინგემის თამაში მაოცებს, ვარჯიშებზე მას ვუყურებ და ვხედავ, რომ ყველასგან განსხვავებულად მანევრირებს ბურთით.“
„ხულიან ალვარესი ჩემი მეგობარია და დიდ პროგრესს აჩვენებს, ჩვენ საკლუბო დონეზე ერთმანეთის კონკურენტები ვართ.“
„10 ნომრიანი მაისურის ჩაცმა არგენტინის ნაკრებში დამატებითი პასუხისმგებლობაა, ამ ნომერს მარადონა და მესი ატარებდნენ, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ნიშნავს.“
- გუშინ, 11:26
- 1 531
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.