„ლივერპული“ კონატეს ისევ ახალ კონტრაქტს სთავაზობს

როგორც ჩანს, არნე სლოტს დაცვის ლიდერის გაშვება არ სურს. „ლივერპული“ მზად არის, იბუ კონატეს კიდევ უფრო მიმზიდველი კონტრაქტი შესთავაზოს.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, კონატეს მერსისაიდული კლუბი 6 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, სადაც ფეხბურთელის ხელფასიც მნიშვნელოვნად იზრდება.

ინგლისში ფიქრობენ, რომ კონატეს „რეალში“ გადასვლა „ლივერპულს“ სერიოზულად დააზიანებს, სწორედ ამიტომ, „წითლები“ მზად არის, უკანახაზელს წელიწადში 13.5 მილიონი ევრო შესთავაზონ, რაც რა თქმა უნდა, მიმზიდველი წინადადებაა.

მადრიდის „რეალის“ მაქსიმუმი კონატეს ხელფასთან დაკავშირებით 7 მილიონი იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრანგს „ენფილდზე“ წელიწადში 2-ჯერ მეტის გამომუშავების პერსპექტივა ექნება.

ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაწყებული არ არის, თუმცა „ლივერპული“ მოვლენების წარმართვას ფორსირებულ რეჟიმში გეგმავს.


1

7 ოქტომბერი 2025 15:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 683

დარჩება კონატე დიდი ალბათობით,რადგან რეალს მუქთად უნდა ფეხბურთელების ყიდვა და მათი შენახვა.

მუქთად კიდევ ცოლი აღარ აძლევს ქმარს.))))


2

7 ოქტომბერი 2025 19:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 185
7 ოქტომბერი 2025 15:20, zizu2020 says:


მუქთად კიდევ ცოლი აღარ აძლევს ქმარს.))))

Kai iyo


3

7 ოქტომბერი 2025 20:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 134

მაგრამ ამ უფასო გადასვლაში რეალი სოლიდურ თანხას უხდის ფეხბურთელს 


4

7 ოქტომბერი 2025 21:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 350

არასტაბილურ მილიტაოს ჯობია


5

8 ოქტომბერი 2025 02:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 304

რეალი მინიმუმ 20 მილიონს პადიომს მისცემს, ასე რომ სხვაობას დააბალანსებენ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (186)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)