როდრიგო:,,საუკეთესო შეგრძნება ლიგის მოგება და ბარსასთან გადამწყვეტი გოლია"

როდრიგო გოეშმა ბრაზილიის ნაკრებში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„შარშანდელ სეზონში საკმაოდ რთული პერიოდები მქონდა. არავისთან ვლაპარაკობდი, ფსიქოლოგიურად მიჭირდა, რაც მოედანზეც გამოიხატებოდა. კარლო ანჩელოტიმ დიდი დახმარება გამიწია, მისი მადლიერი ვარ.“

„კალენდარი ინტენსიური იყო. ფაქტობრივად, აღდგენასაც ვერ ვახერხებდი. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მჭირდებოდა და ანჩელოტიმ ყველაფერი გაიგო.“

„ამაზე ღიად არ მისაუბრია, თუმცა ახლა შემიძლია საუბარი. დიდი მადლობა კარლოს, დიდი მადლობა მის შვილს, დავიდე ანჩელოტის, რომელის ყოველთვის მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ კარგი დრო მოვიდოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ მაქვს. სათამაშო კონდიციის მხრივ, პროგრესს ვაჩვენებ და კონკურენციისთვისაც მზად ვარ.“

„შემოთავაზებები? ყოველ ზაფხულს ვკითხულობ, რომ ხან ერთ კლუბში ვარ გადასული და ხან მეორეში, თუმცა რეალობა სულ სხვა რამეა. მე „რეალში“ დავრჩი და გამოწვევებისთვის სრულიად მზად ვარ.“

„ჩემს ასაკში ჩემპიონთა ლიგის 2-ჯერ მოგება რა თქმა უნდა დიდი შედეგია, მაგრამ ვიცი, რომ „რეალში“ ამ ტურნირს კიდევ მოვიგებ.“

„როდესაც ალონსოს პირველად ვესაუბრე, ღიად ვუთხარი, რომ მარცხნივ მსურდა თამაში. მთავარმა მწვრთნელმა მითხრა, რომ ამ პოზიციაზე ასპარეზობას შევძლებდი, თუმცა გარკვეულ მომენტებში სხვაგანაც უნდა მეთამაშა. მე რა თქმა უნდა მესმის გუნდის საჭიროებები.“

„როდესაც კონტრაქტს „ბლანკოსთან“ აფორმებ, შენი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგება და „ელ კლასიკოში“ გადამწყვეტი გოლის გატანაა. „ბარსელონას“ წინააღმდეგ ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციით ვთამაშობ.“

„მბაპეს წარმოუდგენელი სისწრაფე აქვს, ფრანგთან ერთად თამაში ყოველთვის მსიამოვნებს და ვიცი, რომ შეტევა მრავალფეროვანი იქნება. კილიანი „რეალის“ დიდი შენაძენია.“

„„ელ კლასიკო“ ბერნაბეუზე ჩატარდება. ჩვენ წინა შეხვედრებში უარყოფითი შედეგები გვქონდა, ახლა კი გამარჯვების დრო დადგა. თუ „ბარსელონას“ დავამარცხებთ, ლა ლიგაში პოზიციებს მნიშვნელოვნად გავიუმჯობესებთ, ეს არ არის მხოლოდ 3 ქულიანი შეხვედრა. ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია.“

  • Madridista
  • 7 ოქტომბერი 2025
  • 2 562
  • 1

1

Tuesday და 12:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 721

მარცხნივ თამაში გაცილებით კარგად გამოდის, მაგრამ ყველას მარცხნივ უნდა. ვინის, მბაპეს...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (99)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)