ალეგრიმ კაკა უარყო
იტალიური კლუბის "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილეანო ალეგრიმ განაცხადა, რომ იგი არ შეეცდება კაკას შეძენას.
მასიმილეანო ალეგრი:"ჩემი გუნდი კარგად პროგრესირებს და თანდათანობით თამაშის კლას უმატებს. გუშინ მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. დღევანდელი "მილანი" არაფრით ჩამოუვარდება "ბარსას" და "რეალს". ფეხბურთელები ბოლომდე ირჯებიან და სასურველ შედეგსაც აღწევენ".
"კაკა კვლავ "მილანში"? არა, მე არ მინდა კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენა. ამ ბოლო დროს ცრუ ინფორმაციები გავრცელდა, თითქოს ჩვენ გვსურს ბრაზილიელის შეძენა. ეს გამოგონილი ჭორია". - ამგვარად იუარა მასიმილეანო ალეგრიმ კაკა.ინფორმაციის წყარო: ilmilanista.it
სტატიის ავტორი: giorgi akhobadze
- 3 ოქტომბერი 2010
- 1 560
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.