ვალდანო:„ალონსო რთული ამოცანის წინაშეა“
ხორხე ვალდანოს თქმით, ჩაბი ალონსო საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დადგა.
„ჯუდ ბელინგემის ტრავმის პირობებშ, არდა გიულერს მუდმივი სათამაშო დრო ჰქონდა და დაამტკიცა, რომ გუნდში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა შეიძლება იყოს.“
„ამ ფონზე ინგლისელი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და რა თქმა უნდა, ის სკამზე არ დაჯდება.“
„„რეალის“ ნახევარდაცვაში ჩუამენი და ვალვერდე ხელშეუხებლები არიან. ამ შემთხვევაში ალონსო ან 4-4-2 სისტემაზე უნდა გადაეწყოს, რასაც თავის მხრივ, ერთ-ერთი წინახაზები შეეწირება.“
„ბასკ სპეციალისტს აუცილებლად მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჯუდი სკამის ფეხბურთელი არცერთ შემთხვევაში არ არის.“
- 6 ოქტომბერი 2025
- 1 380
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.