გუარდადო:,,კრისტიანო რონალდო ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ''
დეპორტივოსა და მექსიკის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს გუარდადომ განაცხადა,რომ რეალის ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო,რომლის პირისპირაც მოუწევს კვირას მოედანზე თამაში, არის უდიდესი ფეხბურთელი,რომელიც დიდი წნეხის ქვეშაა მოქცეული.
,,მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობ კრისტიანოს, ვიცი რომ ის ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ.,ის ყურადღების ცენტრშია მოქცეული და ყველა მას აკრიტიკებს'',-განაცხადა მექსიკელმა მედიასთან საუბარში.
ზოგჯერ ის იმყოფება დიდი წნეხის ქვეშ, მაგრამ კრისტიანო არის დიადი ფეხბურთელი და აუცილებლად დაბრუნდება ჩვეულ ფორმაში.''
ყველამ კარგად ვიცით მაურინიოს ხასიათის შესახებ. ის არის ბუნებით გამარჯვებული,თავის სათქმელს ყოველთვის მკაფიოდ და გასაგებად ამბობს. რჩება შთაბეჭდილება,რომ ზოგჯერ ხალხს ეშინია მისი.''
,,ზოგჯერ ის არ ამბობს იმას,რისი გაგებაც ხალხს უნდა მისგან.ის არის პირადპირი ადამიანი.ჯოზე ყოველთვის ცდილობს მოახდინოს მოთამაშეების ფოკუსირება მატჩზე და შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქოს მათ ფსიქოლოგიური ტვირთი. მე ვუსურვებ მას წარმატება კარიერაში.''
ინფორმაციის წყარო:realmadridzone.com
- 3 ოქტომბერი 2010
- 1 471
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.