ვინი:„ბედნიერი ვარ დუბლის შესრულებით“
ვინისიუს ჟუნიორმა „ვილიარეალის“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ბედნიერი ვარ დუბლით შესრულებით. გოლების გატანა მჭირდებოდა და შევძელი კიდევ. „ვილიარეალი“ მარტივი მეტოქე არ არის, ჩვენ ყოველთვის დიდი სერიოზულობით ვეკიდებით ამ გუნდთან დაპირისპირებას.“
„მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში, სანაკრებო შეკრებების შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს.“
„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ქომაგები მამხნევებდნენ და ჩემგან გოლებს ითხოვდნენ. მიხარია, რომ მათი ემოციები კიდევ უფრო მკვეთრი გავხადეთ.“
„ვიმედოვნებ, ნაკრებებში დაზიანებას არავინ მიიღებს და მადრიდში ჯანმრთელები დავბრუნდებით, ეს მნიშვნელოვანი იქნება.“
- 5 ოქტომბერი 2025
- 679
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.