ალონსო:„ამ მიზეზით დაარტყა პენალტი ვინიმ და არა მბაპემ“

ჩაბი ალონსომ „ვილიარეალის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ ტურში „ვილიარეალის“ დამარცხება მარტივი არ იყო. ეს გუნდი მე-3 პოზიციაზეა განთავსებული და საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს.“

„კილიან მბაპეს პრობლემა კოჭზე აქვს, თუმცა დაზიანება მხოლოდ მას არ მიუღია. კუნთის გადატვირთვა აღენიშნება ფრანკო მასტანტუონოსაც. ორივე მოთამაშეზე გაგრძელდება სამედიცინო დაკვირვება.“

„ძალიან მიხარია, რომ ვინისიუს ჟუნიორმა ასეთი ეფექტური თამაში ჩაატარა. ის იღიმოდა და ეტყობოდა, რომ საოცარ ხასიათზე იყო. ბრაზილიელი ბედნიერია.“

„ბელინგემისგან უფრო მეტს მოვითხოვთ, ის 2 კვირაში გაცილებით უკეთესი იქნება და ოქტომბრის უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში დიდ დახმარებას გაგვიწევს.“

„პენალტის შემსრულებელი არის მბაპე და მომავალშიც ასე იქნება. რატომ დაარტყა ახლა ვინისიუსმა? ეს იყო ბრაზილიელის თხოვნა, მას ძალიან სურდა დუბლის შესრულება.“

„ფედერიკო ვალვერდემ დაცვის მარჯვენა ფლანგზე საოცრად ითამაშა. ურუგვაელი ყოველთვის მზად არის, ბოლომდე დაიხარჯოს.“

„ვინისიუსი კიდევ მოუმატებს, ის ძალიან სწრაფია, შეუძლია მეტოქეების მოტყუება და სიტუაციის გამწვევება.“

„დაცვაში კარგად ვითამაშეთ, იყო გარკვეული ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში ეფექტურები ვიყავით და მეტოქეების შეტევას ვანეიტრალებდით.“

„კამავინგა? ალბათ ხედავთ, რომ მას მატჩებში ახალი ენერგია შემოაქვს, მალე სასტარტოშიც ვიხილავთ. ფრანგს დიდი ნიჭი აქვს.“

  • Madridista
  • 5 ოქტომბერი 2025
  • 2 666
  • 2

1

5 ოქტომბერი 2025 12:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 134

ჯამში არც თუ ისეთი ცუდი თამაში გამოგვივიდა მომატება შეუძლია ვინის ჯუდს კამავინგას რავიცი მჯერა რომ ეს ფეხბურთელები ფორმაში რო იქნებიან სერიუზულ საფრთხეს შეუქმნით მოწინააღმდეგეს არ ვიცი რატო აღარ ათამაშა მაღალი და ინტენსიური პრესინგი მაგრამ არ იყო ცუდი ჯერ ალბათ არ მუშაობს ეს პრესინგი და დაცვაში პრობლემები ჩნდება გუშინაც ერთი-ერთზე გამოგვეპარა მოვიკოჭლებთ დაცვაში იმედია დაალაგებს ალონსო


2

6 ოქტომბერი 2025 16:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0

რა მნიშვმელობა აქვს? Money vardrid

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (186)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)