კიზ სმიტი „რეალის“ რადარზეა
ახალგაზრდა ნიდერლანდელი ნახევარმცველი, კიზ სმიტი მადრიდის „რეალის“ რადარზეა.
ცენტრალური ნახევარმცველი, რომელსაც ნახევარდაცვის სხვა წერტილებშიც შეუძლია თამაში, არაერთი ევროპული გუნდის რადარზე მოექცა, მათ შორის კი სამეფო კლუბიც არის.
სმიტის დამატებაზე „ბლანკოსის“ გარდა ტურინის „იუვენტუსი“, „კრისტალ პალასი“, ლონდონის „ჩელსი“ და გერმანული კლუბები აცხადებენ პრეტენზიას.
კიზის ფასი ამ ეტაპზე 10 მილიონი ევროა, კონტრაქტი, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეს „ალკმაართან“ აკავშირებს, 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
- 4 ოქტომბერი 2025
- 774
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.