ტრენტი შესაძლოა „ხეტაფესთან“ დაბრუნდეს
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ტრენტ ალექსანდერ არნოლდი იმაზე გაცილებით ადრე დაბრუნდება, ვიდრე დაგეგმილი იყო.
ინგლისელ ფეხბურთელს ტკივილები აღარ აწუხებს, ვარჯიშზე დისკომფორტი არ აქვს და სამედიცინო ტესტირების შედეგებიც დამაიმედებელია.
ალექსანდერ არნოლდი ინგლისის ნაკრებში არ მიდის, ის მომდევნო 2 კვირას მადრიდში გაატარებს და მაქსიმალურად ეცდება ფორმაში შესვლას.
ესპანური გამოცემების ცნობით, ტრენტი შესაძლოა „ხეტაფესთან“ მატჩისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მასზე გათვლის გაკეთება ჩაბი ალონსოს ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, შემდეგ კი „ელ კლასიკოში“ შეეძლება.
- 4 ოქტომბერი 2025
- 407
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.