ალონსო:„გუნდი ბერნაბეუზე თამაშობს და 3 ქულის მოპოვებას გეგმავს“
ჩაბი ალონსომ „ვილიარეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენი მეტოქე არის გუნდი, რომელმაც ამ სეზონში არაერთი კარგი თამაში ჩაატარა და 7 ტურის შემდეგ 16 ქულას ფლობს.“
„„ვილიარეალი“ მესამე პოზიციაზე სრულიად დამსახურებულად არის განთავსებული.“
„ვფიქრობ, ინტენსიური თამაში გველის. „ყვითლებს“ ახასიათებთ ტემპში თამაში, მათ არაერთ სწრაფი მოთამაშე ჰყავთ.“
„სანტიაგო ბერნაბეუზე ვთამაშობთ და აუცილად უნდა გავიმარჯვოთ. 3 ქულის მოპოვება მნიშვნელოვანია, თანაც იმ ფონზე, რომ ცოტა ხნის წინ ლიდერის სტატუსი დავკარგეთ. ჩვენ გვჭირდება სტაბილური გამოსვლა და ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული გამარჯვებისკენ.“
„ყაზახეთის შემდეგ გუნდს დასვენების საშუალება მივეცი, რადგან 2-ჯერ გვქონდა მრავალსაათიანი ფრენა. ვფიქრობ, გუშინდელი და დღევანდელი დღე ნაყოფიერად გამოვიყენეთ და ლა ლიგის მე-8 ტურის მოსაგებად მზად ვართ.“
„მოთამაშეების პოზიციების ცვლილება? როდესაც ამის საჭიროება დგება, გადაწყვეტილებას ვიღებ. არცერთ მოთამაშეს არ უთქვამს ჩემთვის, რომ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტულ პოზიციაზე თამაში არ სურს.“
„ვალვერდე სრულფასოვნად არის მზად, ჩემპიონთა ლიგაზე მას დასვენების საშუალება მივეცი და ენერგია აღიდგინა.“
„ფედემ თამაშზე და გახურებაზე უარი თქვა? ეს არის ტყუილი, ტყუილი და ტყუილი. საკითხზე ყურადღების გამახვილებაც არ ღირს, ის ნამდვილი მადრიდისტა და ერთგული ფეხბურთელია“
„ეროვნული ნაკრებების შეკრებამდე, ჩვენ გვაქვს საუბრები კოლეგა მწვრთნელებთან და ვაფასებთ მოთამაშეების მდგომარეობას.“
„„ვილიარეალისთვის“ ტრავმირებულების გარდა ყველა მოთამაშე მზად არის, მათ შორის ფედე ვალვერდე.“
„„ატლეტიკოსთან“ დაპირისპირებაში მარცხი არაერთმა შეცდომამ განაპირობა. ეს იყო ხარვეზების კრებული, რამაც ფიასკომდე მიგვიყვანა. ყველაფერი გავაანალიზეთ და ვეცდებით, მსგავსი რამ აღარ მოხდეს.“
„ვფიქრობ, სწორად ვაკონტროლებ სიტუაციას, რომელიც გასახდელში და მოედანზე ვითარდება. რა ხდება ჩათებსა და პრესაში ჩემი გასაკონტროლებელი არ არის. კრიტიკას ვიღებ, როდესაც საფუძვლიანია.“
„გულშემატკივრებს არაფერს ვთხოვ. როდესაც ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგებით, მათ გულებს მოვიგებთ. ვიცი, რომ ბერნაბეუზე ყოველთვის გვექნება მხურვალე მხარდაჭერა.“
„ლუნინი ყოველთვის მზად უნდა იყოს. უკრაინელი კარის დარაჯი სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს.“
„ჯუდ ბელინგემი მადრიდში დარჩება და ყველაფერს გააკეთებს ოქტომბრის მეორე ნახევარში საუკეთესო ფეხბურთის საჩვენებლად. ის ყოველდღიურ რეჟიმში ივარჯიშებს.“
„არდა გიულერი და ბელინგემი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. იქნება შეხვედრები, სადაც ორივეს გამოვიყენებ. თურქს უკნიდან თამაშიც შეუძლია, ჯუდი კი მეტწილად 10-იანზე იქნება გამოყენებული. ვნახოთ, რას გვაჩვენებს სესიები, რომელსაც სანაკრებო შეხვედრების შემდეგ გავმართავთ.“
„ენდრიკი კარგი „ფინიშერია“, მისი დრო მალე მოვა. მერწმუნეთ, ბრაზილიელს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.“
„
- 3 ოქტომბერი 2025
- 2 801
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.