რაფა მარინი:„„რეალთან“ დაპირისპირება ემოციური იქნება“
რაფა მარინმა მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მე მადრიდისტა ვარ. კარგად ვიცი, რას ნიშნავს სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში და დარწმუნებული ვარ, „ვილიარეალის“ რიგებში მოწოდების სიმაღლეზე ვიდგები.“
„დიახ, ჩემს მშობლიურ სტადიონს ვუბრუნდები და ემოციებით სავსე ვარ.“
„ვეცდებით, გუნდს დავეხმარო და ყველაზე რთული მეტოქის წინააღმდეგ წარმატებას მივაღწიო.“
„როდესაც შენს წინააღმდეგ ვინისიუსის, მბაპეს, როდრიგოს, ვალვერდეს და სხვების დონის მოთამაშეები თამაშობენ, ამოცანა რთულდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ბერნაბეუზე ქულების მოსაპოვებლად.“
„კმაყოფილი ვარ სათამაშო ფილოსოფიით, რომელიც „ლა სერამიკაზე“ სუფევს, „ვილიარეალში“ გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ეს ჩემს განვითარებას უწყობს ხელს.“
- 3 ოქტომბერი 2025
- 285
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.