ბენზემა: იმედი მაქვს "დეპორს" კიდევ გავუტან

მადრიდის "რეალის" ფრანგმა ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ არასდროს დაავიწყდება შარშანდელი გოლი, რომელიც მან ლაკორუნიის დეპორტივოს გაუტანა, მაშინ "ბლანკოსმა" მრავალწლიანი ნავსი გატეხა და რიასორზე შეძლო ლოტინას გუნდის დამარცხება...

"შარშან, როდესაც ჩვენი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი იყო, შევძელით დეპორტივოს დამარცხება და ამაში დიდი წვლილი მე შევიტანე, მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, ის მატჩი გუტის თამაშად მოინათლა, რადგან ესპანელმა ფეხბურთელმა დაუჯერებელი რამ გააკეთა, მისი პასი დაუვიწყარი იყო."

"იმედი მაქვს წელს ისევ შევძლებ დეპორტივოს კარის აღებას, ეს გუნდი სახუმარო არ არის და სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლია ჩვენთვის, მაგრამ მატჩი ბერნაბეუზეა და ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ, ჩვენ გვსურს ცხრილის მოწინავე პოზიციაზე ადგილის შენარჩუნება."

"სასტარტოში ვიქნები თუ არა არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჟოზე მომცემს თამაშის საშუალებას, ძალიან მსურს გუნდის დახმარება და მადრიდის "რეალში" თავის დამკვიდრება, მე აქედან არსად ვაპირებ წასვლას, რადგან მთელი ბავშვობა ესპანურ გრანდს ვგულშემატკივორბდი, ახლა კი სწორედ ამ გუნდის წევრი ვარ."

  • Hala
  • 3 ოქტომბერი 2010
  • 1 578
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)