ტრეზეგე:„მბაპე ისტორიაში შევა“
დევიდ ტრეზეგემ კილიან მბაპეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ისტორიაში შევა.
„ყველა ფრანგი ბედნიერი უნდა იყოს, რადგან ეროვნული ნაკრების ღირსებას კილიან მბაპე იცავს. ის ისტორიაში შევა, ვინაიდან კიდევ არაერთ სანაკრებო ტიტულს მოიგებს.“
„ჩემს ეპოქაში არაერთი ნიჭიერი წინახაზელი გვყავს, ყველაზე მეტად მბაპეს ტიერი ანრის ვამსგავსებ, თუმცა ის კიდევ უფრო განსხვავებულია.“
„მადრიდის „რეალს“ მბაპეს სახით მსოფლიო ვარსვლავი ჰყავს.“
„ოქროს ბურთი? ვფიქრობ, ეს დროის საკითხია. დღესდღეობით ოქროს ბურთს არა ინდივიდუალური თამაში, არამედ გუნდური ტიტულები განაპირობებს, სწორედ ამიტომ, ყველაფერი საკლუბო და სანაკრებო წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.“
- 3 ოქტომბერი 2025
- 276
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.