„Nivea“-სთან კონტრაქტი გახანგრძლივდა
მადრიდის „რეალსა“ და კომპანია „ნივეა“-ს შორის მოქმედი ხელშეკრულება კიდევ 5 წლით გახანგრძლივდა.
სამეფო კლუბის ინსტიტუციონალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, ემილიო ბუტრაგენიო „ნივეას“ ხელმძღვანელობას შეხვდა და ახალ კონტრაქტს ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერა.
მხარეებს შორის თანამშრომლობა უკვე 12 წელია მიმდინარეობს და წარმატებით გრძელდება.
რაც შეეხება ფინანსურ სარგებელს. არსებული ინფორმაციით, „რეალის“ ფინანსური სარგებელი გაიზრდება. ასევე გაიზრდება იმ პრუდიქციის სახეობა, რომლითაც მადრიდისტები ისარგებლებენ.
„ნივეა“ კვლავ იქნება განთავსებული სამეფო კლუბის გასახდელშიც.
- 2 ოქტომბერი 2025
- 343
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.