„ვილიარეალთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ერთდღიანი შესვენების შემდეგ ვარჯიში განაახლეს.
გუნდმა „ვილიარეალთან“ შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. ჩაბი ალონსომ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, კარში დარტყმებს, ტაქტიკურ მონახაზებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ანტონიო რუდიგერი, დანი კარვახალი, ტრენტ ალექსანდერ არნოლდი და ფერლან მენდი აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
დღევანდელ სესიაზე მთავარმა მწვრთნელმა სამი კანტერანოც იხმო.
- 2 ოქტომბერი 2025
- 217
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.