ფედემ შესაძლოა ოქტომბრის სანაკრებო შეკრება გამოტოვოს

„მარკას“ ინფორმაციით, ფედერიკო ვალვერდესა და ურუგვაის ნაკრებს შორის კომუნიკაცია შედგა.

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა შესაძლოა ეროვნული ნაკრების მომდევნო 2 დაპირისპირება გამოტოვოს და მადრიდში დარჩეს.

გამომდინარე იქედან, რომ სამხრეთ-ამერიკელებს რთული კალენდარი აქვს და ფედეს ძალიან ბევრი ფრენა მოუწევს, შესაძლოა მან ოქტომბრის შეკრება გამოტოვოს.

ვალვერდეს სურს, რომ მადრიდში დარჩეს და ძალები სრულფასოვნად აღიდგინოს, რაც ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში გასამართ ურთულეს დაპირისპირებებში დაეხმარება.


1

2 ოქტომბერი 2025 10:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 716

დარჩი ფედე და აკრიფე ფორმა, შენი ენერგია გვჭირდება, მაგრამ შენ შენი სტილი და მიმართულება გვაქვს, ჩვენ გვჭირდება კრეატიული ნახევარმცველი.


გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თანამედროვე ფეხბურთში მთავარი არის ნახევარდაცვა.

რაც პსჟ-ს ნახევარდაცვამ გუშინ ქნა, რავიცი ბრავო. მეორე გუნდით მოუგეს ბარსელონას.

ამ ფონზე კი რეალში ნორმალური, კრეატიული, ბურთის დამჭერი და შემქმნელი ნახევარმცველი არ გვყავს.

ვინისიუსი, მბაპე, როდრიგო, ყველა კაია, მაგრამ გუნდს სჭირდება ნახევარმცველი



2

2 ოქტომბერი 2025 11:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380

გუშინ უფრო დავრწმუნდი რომ ამ სეზონშიც დიდ მიზნებს ვერ დავისახავთ,ლა ლიგა თუ დავდეთ კარგი იქნება მანდაც ბარსა უფრო მგონია ფავორიტი.ჰოისენი ცდილობს ხოლმე ჩვენთან ბურთის ამოტანას და პასების განაწილებას,ნახევარდაცვა უბრალოდ დგას და გვერდით ან უკან მისცემენ ვინმეს პასს,ჩამორბის იქედან ვინისიუსი გაიგდებს და გარბის ფლანგზე,მბაპე მაგარ ფორმაშია და კიდე მაგიტო ვჩანვართ ასეთუისე. ნებისმიერი მეტოქე დაგვახევს ბურთს თავზე ვისაც დაბალანსებული ბურთის ამომტანი და კრეატიული ნახევარმცველები ყავს.ვინები ეყენა პესეჟეს შეტევაში და ნახევარმცველები მაინც ტოვებდნენ კარგ სიტუაციებში შემტევებს) მოკლეთ სანამ ჩუამენი ვალვერდე ბელინგემი გვყავს ნახევარდაცვაში სერიოზული მიზნებისთვის არ აქვს აზრი ბრძოლას,ეს ბელინგემიც ვერ გავიგე ნახევარმცველია თუ შემტევი,ვერც ეგ იჭერს ბურთს და ვერ მიყავს თამაში,არდა ფაფხურობს მაგრამ მინიმუმ ამ სეზონში აზრი არ აქვს ვერ იქნები მაგის იმედზე.


3

2 ოქტომბერი 2025 12:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 484

ექსპერტები გვეზრდება ნუ იტყვით


4

2 ოქტომბერი 2025 12:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 716
2 ოქტომბერი 2025 12:09, super vini.jr 20 says:

ექსპერტები გვეზრდება ნუ იტყვით

გვეზრდება ნაკლებად, თუ ჩვენ გვგულისხმობ, 30 წელია რეალის ქომაგი ვარ :)

რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, არაერთი არგუმენტი ვთქვი.


5

2 ოქტომბერი 2025 12:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 567
2 ოქტომბერი 2025 12:09, super vini.jr 20 says:

ექსპერტები გვეზრდება ნუ იტყვით

შესაჯვარებლები არიან :))))))


6

2 ოქტომბერი 2025 13:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 484
2 ოქტომბერი 2025 12:21, Batumski says:
2 ოქტომბერი 2025 12:09, super vini.jr 20 says:

ექსპერტები გვეზრდება ნუ იტყვით

გვეზრდება ნაკლებად, თუ ჩვენ გვგულისხმობ, 30 წელია რეალის ქომაგი ვარ :)

რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, არაერთი არგუმენტი ვთქვი.

30 წელია რეალის ქომაგი ხარ და  ახალ დაწყებულ სეზონში ბცუდი ფორმის გამო ვალვერდეს გუნდიდან წასვლას ემხრობი კაცი სული და გულია ყვლგანაა  საოცარი ენერგიით უამრავი დასამახსოვრებელი ლამაზი მომენტით და ეხლა გუნდიდან აგდებთ 


7

2 ოქტომბერი 2025 14:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380
2 ოქტომბერი 2025 13:37, super vini.jr 20 says:
30 წელია რეალის ქომაგი ხარ და  ახალ დაწყებულ სეზონში ბცუდი ფორმის გამო ვალვერდეს გუნდიდან წასვლას ემხრობი კაცი სული და გულია ყვლგანაა  საოცარი ენერგიით უამრავი დასამახსოვრებელი ლამაზი მომენტით და ეხლა გუნდიდან აგდებთ 

რომელი 3 ნახევარმცველით გინდა რეალი თამაშობდეს? 


8

2 ოქტომბერი 2025 16:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 716
2 ოქტომბერი 2025 13:37, super vini.jr 20 says:
2 ოქტომბერი 2025 12:21, Batumski says:
2 ოქტომბერი 2025 12:09, super vini.jr 20 says:

ექსპერტები გვეზრდება ნუ იტყვით

გვეზრდება ნაკლებად, თუ ჩვენ გვგულისხმობ, 30 წელია რეალის ქომაგი ვარ :)

რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, არაერთი არგუმენტი ვთქვი.

30 წელია რეალის ქომაგი ხარ და  ახალ დაწყებულ სეზონში ბცუდი ფორმის გამო ვალვერდეს გუნდიდან წასვლას ემხრობი კაცი სული და გულია ყვლგანაა  საოცარი ენერგიით უამრავი დასამახსოვრებელი ლამაზი მომენტით და ეხლა გუნდიდან აგდებთ 

თუ სადმე ნახავ მაგას, რომ ვამბობ ვალვერდე გუნდიდან უნდა წავიდესო, დამისქრინე, აქ ლინკი ჩამიგდე და პირობას გაძლევ. ცხოვრებაში კომენტარს არ დავწერ.


რა ვალვერდეს წასვლას ვემხრობი. მე იმას ვამბობ, რომ გუნდში საჭიროა კრეატიული ტიპის ნახევარმცველი, რომელიც ბურთს ატარებს და პასი იცის.


ვალვერდეს აქვს თავისი ფუნქცია, რომელსაც იდეალურად ასრულებს, მაგრამ ფედე ვერ იქნება კროოსი, მოდრიჩი, ვიტინია და მსგავსი სტილის ფეხბურთელი.

ეს არის ენერგიაზე გათვლილი, ჯანიანი, ჟილკიანი ტიპი, რომელსაც აქვს თავისი ფუნქცია.


9

2 ოქტომბერი 2025 16:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380
2 ოქტომბერი 2025 16:03, Batumski says:
თუ სადმე ნახავ მაგას, რომ ვამბობ ვალვერდე გუნდიდან უნდა წავიდესო, დამისქრინე, აქ ლინკი ჩამიგდე და პირობას გაძლევ. ცხოვრებაში კომენტარს არ დავწერ.

აქ ეგრეა :D ვინმეზე რამე თუ დაწერე გონიათ რო ვაგდებთ გუნდიდან


10

2 ოქტომბერი 2025 18:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 84

არც ისეთი ცუდი ნახევარდაცვა გვყავს კარგად უნდა შეთამაშდნენ და მგონია რო ამას გააკეთებენ უბრალოდ ცოტა სწრაფად უნდა გადაადგილდებოდნენ ფეხბურთელები სისწრაფეები და პრესინგი გამოიღებს შედეგს ბურთი არ ამოატანინეს ბარსას მეორე ტაიმში პრესინგი ქონდათ ექვსი ფეხბურთელი მეტოქის მოედანზე იყო განთავსებული ხან მეტიც და არც დაღლილან ისე მოუგეს პსჟ-ბ და ჩვენ მემგონი გვყავს შესაბამისი ხალხი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (99)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)