ფედე ვალვერდეს საჯარო განცხადება!

ფედერიკო ვალვერდემ სოციალურ ქსელში საჯარო განცხადება გაავრცელა.

„გავეცანი რამდენიმე სტატიას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჩემს რეპუტაციაზე. ვიცი, რომ რამდენიმე ცუდი თამაში მქონდა, თუმცა ამას ვიაზრებ და მაქსიმალურად ვცდილობ საუკეთესო ვერსია შემოგთავაზოთ.“

„ხალხს ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაგრამ არასდროს არავინ უნდა დამაბრალოს, რომ სპეციალურად არ ვითამაშე. მე ამ გუნდისთვის ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი და ასე იქნება მომავალშიც. ვთამაშობდი ტრავმირებული, ტკივილგამაყუჩებელის დახმარებით და ასე შემდეგ.“

„მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რაც მეტ თავდაჯერებას მაძლევს. ის, რომ ღიად ვაფიქსირებ, სად არის ჩემი სათამაშო პოზიცია, ახლო ურთიერთობიდან გამომდინარეობს და არა პრეტენზიებიდან. ყოველთვის მზად ვარ გუნდს იქ დავეხმარო, სადაც ამის საჭიროება არსებობს.“

„ვფიცავ, ჩემს სიამაყეს, რომ ამ გუნდისთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და მომავალშიც ასე იქნება. არ დავნებდები და ვიბრძოლებ წარმატებისთვის.“

1

1 ოქტომბერი 2025 18:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 57

ოდნავ განვითარებული ვასკესი ხარ, იმის გამო რომ რთული პერიოდი იყო კლუბში ამის ფონზე მეტად ჩანდა თითქოს რამეს აკეთებდა

2

1 ოქტომბერი 2025 19:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 187
1 ოქტომბერი 2025 18:58, Judjud says:

ოდნავ განვითარებული ვასკესი ხარ, იმის გამო რომ რთული პერიოდი იყო კლუბში ამის ფონზე მეტად ჩანდა თითქოს რამეს აკეთებდა

რა ოდნავ განვითარებული ვასკესი , ჯერ იმ ვასკეეს რას ერჩი მშვენიერი ფეხბურთელი იყობდა ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა რეალში, მერე მეორე სად იყო პედრი შმედრი ვალვერდე რო ლიგის ნახერვარფინალებში და გინდა ფინალში ხევდა შუაზე ნახ მცველებს და უმაღლესი კლასის მატჩებს დებდა. დრონი მეფობენო მართალია თორე კამავინგა ახლა რო ვითო არც ადრიან პედრის არანაკლები ჰაილაითები ჰქონდა ლიგაწ 22-23 წლებში, ახლა ბარსაა ფორმაში და მისი იგროკები არიან დაჰაიპებული მარა როგორც კი ცოტა ფეხს წამოიკრავენ ეგრევე გაანულებენ მაგათ იგროკებსაც. რაფინიაა მაგალითი მაგისი, აგდებდნენ ჩინური ნეიმარიო და ახლა ოქროს ბურთი როფორ ვერ მოიგოო. ჯუდს რო სტარტი ქონდა რეალში ეგეთი არავისბქონნია ნახ მცველებს ალბად მარა ახლა რო ცუდ ფოემაშია გუნდი არც შეადრიან რო კითხო პედრის :დ დაველოდოთ ჩვენი დროც მოვა 

3

1 ოქტომბერი 2025 19:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 57
1 ოქტომბერი 2025 19:19, PAQSO says:

ის რომ ზედიზედ რამდენჯერმე შორიდან გაიტანა არ ნიშნავს იმას რომ რეალის დონის არის, ამდენი წელია კლუბშია და ცენტრში ვერ აკეთებს იმას რასაც უნდა აკეთებდეს, სებალიოსი რომ სებალიოსია, ეგეც კი უკეთ ათამაშებს გუნდს როცა მოედანზეა და რომ არა განვლილ სეზონში მისი ტრამვა იქნებ ღამეც მოეგო კლუბს, კი ვალვერდე დარბის წინ და უკან ვასკესივით, ამას ვერ დაუკარგავს, მაგრამ ტყუილად კი არ უნდა ირბინოს, საქმე უნდა გააკეთოს

4

1 ოქტომბერი 2025 19:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 179
1 ოქტომბერი 2025 19:19, PAQSO says:
1 ოქტომბერი 2025 18:58, Judjud says:

ოდნავ განვითარებული ვასკესი ხარ, იმის გამო რომ რთული პერიოდი იყო კლუბში ამის ფონზე მეტად ჩანდა თითქოს რამეს აკეთებდა

რა ოდნავ განვითარებული ვასკესი , ჯერ იმ ვასკეეს რას ერჩი მშვენიერი ფეხბურთელი იყობდა ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა რეალში, მერე მეორე სად იყო პედრი შმედრი ვალვერდე რო ლიგის ნახერვარფინალებში და გინდა ფინალში ხევდა შუაზე ნახ მცველებს და უმაღლესი კლასის მატჩებს დებდა. დრონი მეფობენო მართალია თორე კამავინგა ახლა რო ვითო არც ადრიან პედრის არანაკლები ჰაილაითები ჰქონდა ლიგაწ 22-23 წლებში, ახლა ბარსაა ფორმაში და მისი იგროკები არიან დაჰაიპებული მარა როგორც კი ცოტა ფეხს წამოიკრავენ ეგრევე გაანულებენ მაგათ იგროკებსაც. რაფინიაა მაგალითი მაგისი, აგდებდნენ ჩინური ნეიმარიო და ახლა ოქროს ბურთი როფორ ვერ მოიგოო. ჯუდს რო სტარტი ქონდა რეალში ეგეთი არავისბქონნია ნახ მცველებს ალბად მარა ახლა რო ცუდ ფოემაშია გუნდი არც შეადრიან რო კითხო პედრის :დ დაველოდოთ ჩვენი დროც მოვა 

კლასიკაა ეგ ყველაფერი მაგთგან დაიმახსოვრეთ არ არსებობს გუნდი რომელიც ყველა მატჩს იგებს და სულ კარგ ფორმაშია რეალის მაგალითი ავიღოთ რაღა შორს მივდივართ მოვიდა მბაპე და ოპა რაღაცა ისტერიკებში ვიყავით ყველა ნუ ზოგ ზოგები მაინც რა ფეხბურთი უნდა გვეთამაშა და რას ვთამაშობდით მოკლეთ გადავუხვიე ძაან ვალვერდეს რაც შეეხება ოდნავ განვითარებული ვასკესი კი არა ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელია პროსტა რთული დრო უდგას ახლა  ფორმაში არაა ყველა ვარდება ეგრე ფორმიდან ან ამ ვასკეს რას ერჩით მეც მითქვია რაღაც რაღაცეები მარა ტიპი შემტევი იყო და დაცვაში დაწიეს და რას ველოდით კაფუ გახდებოდა რაც უნდა მომხდარიყო ის მოხდა 

5

1 ოქტომბერი 2025 19:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 187

ვალვერდეზე როგორ შეიძლება თქვა ვასკესის დონეო, 4-4-2ში მარჯვენა ფლანგი მიეცი და ჩათვალე მაგაზე სტაბილური ფლანგი არ ეყოლება მსოფლიოში არავის, მწყობრი თამაში, წინ დაუკან სირბილი, შეტევაში სწრაფი გადასვლა , სასწაული დარტყმა, ფიზ გამძლეობა. ტიპს ყველაფერი აქ და ან კროოსობას რო ტენიან და არ გამოსდის მაგიტოა ვასკესია დონე? ერთი კროოსისთვის მოგეთხოვათ ფლანგზე ვასკესივით თამაში და ნახავთ რა დონესაც დადებდა. ცოტა ვიაზროვნოთ მეტად ძმებო

6

1 ოქტომბერი 2025 19:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 158
1 ოქტომბერი 2025 18:58, Judjud says:

ოდნავ განვითარებული ვასკესი ხარ, იმის გამო რომ რთული პერიოდი იყო კლუბში ამის ფონზე მეტად ჩანდა თითქოს რამეს აკეთებდა

ვალვერდე მხეცია და ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში და შენ შენაირებმა რამდენიც არ უნდა წეროთ არაფერი შეიცვლება

7

1 ოქტომბერი 2025 19:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 57

რეალს ჭირდება ნახევარმცველი. 5 ის ყოლას ჯობია 1-2 გყავდეს და ნორმალური. ახლა ამდენი ნახევარმცველის გუნდში და აქედან ყველა ირბინოს, არბენინე ცხენებივით არიან ყველანი. ამათი გაკონტროლებული ცენტრი არ გაიშვას, რაც არ უნდა საუკეთესოზე საუკეთესო ფორმაში იყვნენ ყველანი

ზუსტად ასე იყო ვასკესი, დარბოდა წინ და უკან და კი მახსოვს ამდენი წელი როგორ აბედნიერებს ყველა რეალის ბალეშიკს, ის რომ დაცვაში დაიჭირეს იმიტო მოხდა რომ წინ 25 თამაშში ერთხელ გაქონდა გოლი ან ეგეც ვერა, ნახევარმცველი იყო კაზემირო, ალონსო, კროოსი, მოდრიჩი. აი მსგავსად ძლიერი ჭირდება ვინმე 1 მაინც კლუბს, სხვა შემთხვევაში  უბრალოდ უსუსტესზე უსუსტესი ცენტრი გვეყოლება კიდევ და კიდევ და თუ უნდათ მბაპეს გვერძე 3 მესი მიუყენონ

8

1 ოქტომბერი 2025 19:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 202

ვალვერდე ვასკესის დონეაო… :)) მიდი ფედე, სწორს ამბობ ყველაფერს. რაც შენ ბოლო ორ წელში ირბინე და წუთები დაწერე, კიდე კარგ ხოდზე ხარ. ცოტა როტაცია აქ, პატარა დასვენება იქ და სეზონის მეორე ნახევარში დაბრუნდება el falcon. იქნებ მერე მაინც გაახსენდეთ ვინც ხარ

9

1 ოქტომბერი 2025 19:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 57

სასაცილო აი ის არის რომ წახვალთ წამოხვალთ აი ამდენი ირბინა იმდენი ირბინოს იძახით თვითონ, მეც მაგას ვიძახი სწორედ რომ ეგაა მისი მთავარი საქმე რომ დარბის და მარტო სირბილით იმიტომ ვერ კეთდება საქმე უკვე ამდენი წელია

10

1 ოქტომბერი 2025 20:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 57

ყველაზე ჯიგრიანი ტიპია რეალში, მაგრამ ბავშვობაში არასწორი პოზიცია აირჩია აშკარად სათამაშოდ, ნახევარდაცვა არაა ამ კაცის საქმე

11

1 ოქტომბერი 2025 20:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 623

დღეს მგონია ბარსა მაგრად მოუგებს პსჟ ს. არავინ არ ყავს ენრიკეს შეტევაში, მთელი შეტევა დამტყვრეულია. კვარა, დემბელე, დუე. არამგონია რამოშმა და ბარკოლამ რამე ქნას. 4-1, ან 4-0 მგონია.

12

1 ოქტომბერი 2025 21:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 626

ვალვერდე მარჯვენა მცველად რომ უკეთ ირჯება ვიდრე ცენტრში არაფერს გეუბნებათ ეგ? ყველაზე მეტად მევასება რეალში ისეთი კაი ტიპია მაგრამ რეალობა ეგაა

13

1 ოქტომბერი 2025 21:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380
1 ოქტომბერი 2025 21:22, KingLeo10m says:

ვალვერდე მარჯვენა მცველად რომ უკეთ ირჯება ვიდრე ცენტრში არაფერს გეუბნებათ ეგ? ყველაზე მეტად მევასება რეალში ისეთი კაი ტიპია მაგრამ რეალობა ეგაა

მარჯვენა ვინგერად რო აყენებდა ხოლმე მანდაც უკეთ ირჯებოდა,ძან მუშა ბიჭია მაგრამ ნახევარდაცვაში სხვა სტილის ფეხბურთელი უნდა რეალს)) ჩამშლელად მოსინჯოს ალონსომ იქნებდა გამოსდის

14

1 ოქტომბერი 2025 22:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 177

ვალვერდესთან დაკავშირებით მარტივადაა საქმე - ნახევარმცველისთვის აუცილებელი კრეატიულობა აკლია და არ შეუძლია თამაშის გაკონტროლება. ვერც ტემპს იჭერს, ვერც მთლად ჩამშლელია და ვერც კრეატიულობით და მოედნის ხედვით ან პასით გამოირჩევა. ზუსტად რა პოზიცია ალბათ მაგას რომ კითხო ეგეც ვერ გეტყვის ))

ცენტრი იყო კროოსი მოდრიჩი კაზე, მაგაზე მაგარი და შედეგიანი სამეული არ მეგულება ))

15

1 ოქტომბერი 2025 22:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 623

პსჟ ს შეტევა: ბარკოლა, მაილუ, მბაიე. მემგონი 4-0 წამოვა. ამ შეტევით გამტანები არ არიან

16

1 ოქტომბერი 2025 23:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380
1 ოქტომბერი 2025 22:55, murtoreali777 says:

პსჟ ს შეტევა: ბარკოლა, მაილუ, მბაიე. მემგონი 4-0 წამოვა. ამ შეტევით გამტანები არ არიან

არადა როგორ ველოდი ბარსა პესეჟეს.ეს არ არის პესეჟე. ვინ მაილუები და მბაიები კაი რა :დ

ლი ან რამოში რატო არ დააყენა ვერ ვხვდები,პირველად ვნახე ეს ფეხბურთელები თუ ყავდა პესეჟეს

17

1 ოქტომბერი 2025 23:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 179

Ras tamasobs nunu mendesi

18

1 ოქტომბერი 2025 23:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 623

ინიგომ საუდის არაბეთიდან მოკითხვა შემოუთვალა ბარსას დაცვას. :) მაგ კაცის გაშვება როგორ შეიძლებოდა

19

1 ოქტომბერი 2025 23:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 187

1 კაცი ბურთის ამომტანი და ეს ბარსელონა ამოიტენება. აი ოდნავ ძლიერ კლუბს კაი ნახევარდაცვით შეხვდა და ეგრევე დაიჩაგრა. ჩამოსირება ბარკოლას ადგილზე ნორმალური ვინგერი და 1-3 მორჩებოდა. რეები მაზა 1-1ზე . რაის ბარსელონა მართლა რაა, რა გახდა ერთი ნახ მცველის მოყვანა გაისროლე პერესს რაც არ უნდა დაგიჯდწს და მოიყვანე ბურთის ამომტანი და წინ პასის გამკეთებელი ნახ მცველი. მბაპეს დონის სამივე შემტწვი რო გადაადნო ბარსელონასი არ ყავთ და ჩვენთან ბრალია კაცი მარტო იგებს თამაშებს მარა გრანდებთან არ გვყოფნის და ვიჩაგრებით

20

1 ოქტომბერი 2025 23:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380

ხვიჩა დემბელე და დუე რო ყოფილიყო მოუგებდნენ ამ ბარსელონას თავისუფლად)) მაგარი გუნდი დააყენა ენრიკემ უნდა ვაღიაროთ,ბარკოლას სკამი უნდა ახეხინო და მენდეში და ჰაკიმი მსოფლიოს საუკეთესო ფლანგები არიან

21

2 ოქტომბერი 2025 00:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 187
1 ოქტომბერი 2025 23:53, Erik Lamela says:

ხვიჩა დემბელე და დუე რო ყოფილიყო მოუგებდნენ ამ ბარსელონას თავისუფლად)) მაგარი გუნდი დააყენა ენრიკემ უნდა ვაღიაროთ,ბარკოლას სკამი უნდა ახეხინო და მენდეში და ჰაკიმი მსოფლიოს საუკეთესო ფლანგები არიან

რო ვიძახი არაა ეს ბარსელონა ასეთი სასწაული მეთქი არ ჯერათ. სანახაობა ბაზარი არაა მარა სიძლიერით არაა ნამდვილად. რაის ხერარდ მარტინი ან კუბარსი ან რაის კუნდე ფერმინი ან გინდაც დეიონგი. დღევანდელ ჩაჯმულ ფეხბურთში არიან წამოჩიტული როგორც ვინისიუსი ჩანდა ბოლო წლებია თორე 2015წლის წლის გუნდში ვერცერთი ვერ მოხვდებოდა 2025 წლის გუნდიდან. ვერცერთიიი

22

2 ოქტომბერი 2025 00:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380
2 ოქტომბერი 2025 00:00, PAQSO says:
რო ვიძახი არაა ეს ბარსელონა ასეთი სასწაული მეთქი არ ჯერათ. სანახაობა ბაზარი არაა მარა სიძლიერით არაა ნამდვილად. რაის ხერარდ მარტინი ან კუბარსი ან რაის კუნდე ფერმინი ან გინდაც დეიონგი. დღევანდელ ჩაჯმულ ფეხბურთში არიან წამოჩიტული როგორც ვინისიუსი ჩანდა ბოლო წლებია თორე 2015წლის წლის გუნდში ვერცერთი ვერ მოხვდებოდა 2025 წლის გუნდიდან. ვერცერთიიი

პედრი და იამალია ბარსელონა)კარგად თამაშობენ მაგრამ ამ დაცვით მგონია წელსაც გაუჭირდებათ ლიგა

გული მიკვდება ჩვენს უფანტაზიო და ხე ნახევარდაცვას რო ვუყურებ რა,ვიტინია საყიდელია უეჭველი რა

23

2 ოქტომბერი 2025 00:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 833

ჰაკიმი როგორ გავუშვითთ არ ვიცი :(

24

2 ოქტომბერი 2025 00:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380
2 ოქტომბერი 2025 00:25, Itachi Uchiha says:

ჰაკიმი როგორ გავუშვითთ არ ვიცი :(

კარვახალს ვერ ვაკადრეთ სკამზე დასმა და მაგიტომ გავუშვით,ვიძახდი მაშინვე რო ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებდით)) მაგრამ მაშინ კარვახალსაც ვერ დასვავდი სკამზე რა

25

2 ოქტომბერი 2025 00:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 312

შეტევაში რომ უსახელო ხალხიც თავისუფლად გარბიან, ფლანგის მცველების და ცენტრში ვიტინიას დამსახურებაა, რომ იცი რომ ჭკუით იმოქმედებს და არა ინერციით და ძალმომრეობით. ყველა მომენტში ეცდება სიდინჯით და ჭკუით ითამაშოს ვიტინიამ, ძაან მაგარი ბიჭია  ძალიან

26

2 ოქტომბერი 2025 00:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 663

გამოიძრეთ სეპარატისრებო

27

2 ოქტომბერი 2025 00:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380

რა თამაში მოიპარა ტრამვება რა,ასეთი დანაკლისი რო არა ალბათ გაანადგურებდნენ ბარსელონას.ვიტინიას ხო უყურებთ? აი ეგ გვინდა ნახევარდაცვაში ფანტაზია და კრეატივი.

28

2 ოქტომბერი 2025 00:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 833

მშურს ძმაო ისეთი ფლანგის მცველები ჰყავს პესეჯეს, საუკეთესოები არიან უადაოდ. იმსახურებდა პესეჟე ამ თამაშის მოგებას, ნახევარი გუნდით იყვნენ და 30 წუთის შემდეგ ბურთი არ ანახეს საკუთარ მოედანზე ბარსელონას. 

და ერთი რაღაც, რითი სჯობს პედრი ვიტინიას მითხარით ვინმემ? გარდა ჰაიპისა..

29

2 ოქტომბერი 2025 00:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 209

მეორე სასტავით მოუგეს და ფინალში ამათ გადავხევდითო :დდდდდდდდდდდ

30

2 ოქტომბერი 2025 00:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 179
2 ოქტომბერი 2025 00:53, Itachi Uchiha says:

მშურს ძმაო ისეთი ფლანგის მცველები ჰყავს პესეჯეს, საუკეთესოები არიან უადაოდ. იმსახურებდა პესეჟე ამ თამაშის მოგებას, ნახევარი გუნდით იყვნენ და 30 წუთის შემდეგ ბურთი არ ანახეს საკუთარ მოედანზე ბარსელონას. 

და ერთი რაღაც, რითი სჯობს პედრი ვიტინიას მითხარით ვინმემ? გარდა ჰაიპისა..

არაფრით და აქაც გამოჩნდა

31

2 ოქტომბერი 2025 00:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380
2 ოქტომბერი 2025 00:53, Itachi Uchiha says:
და ერთი რაღაც, რითი სჯობს პედრი ვიტინიას მითხარით ვინმემ? გარდა ჰაიპისა..

შეილება თვითონ არ მოინდომოს კლუბის დატოვება და რეალში წამოსვლა რა თორე 90 მილიონი გადასახდელია ულაპარაკოთ.

32

2 ოქტომბერი 2025 00:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 623

ლუის ენრიკე არის გენიოსი! ფლიკი იმენა გამოისვაა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ამ შემადგენლობით, ძირითადის ყველა შემტევს ტრავმა ქონდა და მაინც რა ქნა ტიპმა. 

ჰაკიმი და მენდეში ცალკე საკითხია. ამ დროისთვის მსოფლიოს ორი საუკეთესო ფლანგის მცველია

33

2 ოქტომბერი 2025 00:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380

ფბ აჭრელებულია 5-2 მაინც არ წაგვიგიაო :დ რეალს ეჯიბრებიან ტიპები განა ფეხბურთს თამაშობენ ;დდ

34

2 ოქტომბერი 2025 00:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 179
2 ოქტომბერი 2025 00:57, Erik Lamela says:

ფბ აჭრელებულია 5-2 მაინც არ წაგვიგიაო :დ რეალს ეჯიბრებიან ტიპები განა ფეხბურთს თამაშობენ ;დდ

კლასიკაა მაგათი ტაქტიკაა ეგ როგორ გაიმართლონ თავი

35

2 ოქტომბერი 2025 00:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 913

ეხლა გვეწყება ლიგაზე რთული თამაშები აუცილებლად უნდა მოვხვდეთ 8 გუნდში

36

2 ოქტომბერი 2025 01:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 833
2 ოქტომბერი 2025 00:57, Erik Lamela says:

ფბ აჭრელებულია 5-2 მაინც არ წაგვიგიაო :დ რეალს ეჯიბრებიან ტიპები განა ფეხბურთს თამაშობენ ;დდ

მაგათი ტიტული კლასიკოში მოგებაა..მაგათი სიხარული საყვარელი კლუბის მოგება არ არის, მაგათი სიხარული არის რეალის ფეხის დაცდენა.

ენრიკეს გაწვრთნილ რეალს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი, უმაგრესი მწვრთნელი და ადამიანია.

37

2 ოქტომბერი 2025 01:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 312

არცერთი შემტევი არყავდა პსჟ-ს, გულმოდგინედ რომ იჯგიმებოდნენ ჩვენგვეკუთვნოდა წინაწლის ლიგა გადავხევდით ფინალშიო, ჩამოვიდნენ ნახევარი სასტავით და დაიმსახურეს მოგება თან დაუმალეს ბურთი.

ვიტინიაზე იჩალიჩე ბაბუ გამოაჩინე ფული ცოტა, უყურე ამთამაშს და მიხვდი რომ ჩუამენი და კამავინგა როგადაადნო არაქვთ საფეხბურთო IQ,  ბოდიბილდერებით მაქიმუმ ფიზიკურად აჯობო ვინმეს ცენტში

38

2 ოქტომბერი 2025 01:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 209

მეც ვრწმუნდები უკვე ამათი რეაქციებით რომ ამათი ტიტული რეალთან მოგებაა ლიგაზე მეთერთმეტე წელია იჯვავემ დაჟე ევროპის ლიგაზე იყვნენ ჯგუფში ჩარჩნენ და რეალთან მოგება უფრო უხარიათ მაინც უფრო სწორად რეალის წაგება :დდდდდდდდდ არჩევანი რო დაუყენო ლიგის ფინალი მოიგონ თუ რეალმა წააგოს რამე სხვა გუნდთამ ფინალი ალბათ მეორეს აირჩევენ :დდდდდდდ

39

2 ოქტომბერი 2025 01:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380
2 ოქტომბერი 2025 01:10, Kavkaz says:
ვიტინიაზე იჩალიჩე ბაბუ გამოაჩინე ფული ცოტა, უყურე ამთამაშს და მიხვდი რომ ჩუამენი და კამავინგა როგადაადნო არაქვთ საფეხბურთო IQ,  ბოდიბილდერებით მაქიმუმ ფიზიკურად აჯობო ვინმეს ცენტში

გეფიცები რა მოჩხუბარი ნახევარდაცვა გვყავს :D ფიზიკურად ყველას აჯობებენ მაგრამ კრეატივი და ფანტაზიისგან აი შორს არიან ძალიან შორს,ნახევარდაცვა იგებს თამაშებს  და ჩვენ როცა ვთამაშობთ ვერ იგრძნობ ნახევარდაცვის დალაგებულ თამაშს,ლიჟბი შემტევებს მისცენ პასი და მარტო პასი ხო არ კმარა არაა

ვიტინია,ვალვერდე,ბელინგემი კაი იქნებოდა

40

2 ოქტომბერი 2025 01:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 484
1 ოქტომბერი 2025 19:39, Judjud says:

რეალს ჭირდება ნახევარმცველი. 5 ის ყოლას ჯობია 1-2 გყავდეს და ნორმალური. ახლა ამდენი ნახევარმცველის გუნდში და აქედან ყველა ირბინოს, არბენინე ცხენებივით არიან ყველანი. ამათი გაკონტროლებული ცენტრი არ გაიშვას, რაც არ უნდა საუკეთესოზე საუკეთესო ფორმაში იყვნენ ყველანი

ზუსტად ასე იყო ვასკესი, დარბოდა წინ და უკან და კი მახსოვს ამდენი წელი როგორ აბედნიერებს ყველა რეალის ბალეშიკს, ის რომ დაცვაში დაიჭირეს იმიტო მოხდა რომ წინ 25 თამაშში ერთხელ გაქონდა გოლი ან ეგეც ვერა, ნახევარმცველი იყო კაზემირო, ალონსო, კროოსი, მოდრიჩი. აი მსგავსად ძლიერი ჭირდება ვინმე 1 მაინც კლუბს, სხვა შემთხვევაში  უბრალოდ უსუსტესზე უსუსტესი ცენტრი გვეყოლება კიდევ და კიდევ და თუ უნდათ მბაპეს გვერძე 3 მესი მიუყენონ

კაცი ვალვერდეს შეურაცყოფას რომ მიაყენებს  მასთან საერთოდ ფეხბურთზე საუბარი უნდა დასრულდეს    

41

2 ოქტომბერი 2025 01:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 179

უეჭველი მოიყვანს პერესი ვიტინიას იმედია მოუნდება იმასაც და 90 მილიონი ვინც არ დადოს იმას რა ვუთხარი მე შეჭამა ვიტინიამ პედრი რასაც ქვია ამას ეძახიან ბურთის დამალვას ზუსტად

42

2 ოქტომბერი 2025 01:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 312

მაგიტომაც ხდება რომ ჩვენი გოლების უმრავლესობა ინდივიდუალურ შემოქმედებით გადის, მბამპეა რაკეტა და გააქვს. თორემ კარგადჩანს ცენტრს როცა მიყავს თამაში, მალულებსაც და ლაბუბუებსაც  არაფრიდან შანსი ეძლევათ

43

2 ოქტომბერი 2025 01:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 187

ჩუამენი და ვინისიუსი გასაყიდია თქო სეზონის სტარტზევე ვწერდი. 1 თამაშში მაკელელეს დონეზე და მეორემ მესის დონეზე რო ჩაატაროს აზრი არ აააქ. ტაქტიკურად და თეორიულად ეგენი ვერ თამაშობენ რეალის ფილოსოფიას, ჩუამენი არის სუფთა იტალიური ფეხბურთის კაცი, დინჯი თამაში პრესინგის გარეშე და ორთაბრძოლებში შესვლა, ბურთის ნელი გადაადგილება რაც იტალიაში მიღებულია. მაგის მიუხედავად რეალის დონე მაინც ვერ დადგება მაგისგან, მაგის არც ხასიათი აქ და აეც მონაცემები მარა ცუდი მოთამაშე არაა და იუვეში ან მილანში მოერგებოდა. ვინისიუსი კიდე არი გაიქეცი კონტრაზე მოთამაშე მარა მომენტებსაც ისე ვერ იყენებს როგორც საჭიროა, დარტყმა ვერ ისწავლა , ხასიათი კი იცით როგორიც აქ და კომბინირებული თამაშის აზრზე არაა, პლიუს უდიდესი ეგო აქ და დაცვაზე დახმარებას არ კადრულობს ბიჭი. პრესინგს თამაშობსო ეგეც ტყუილია, მოტივაცია არ აქ 2 ლიგა მოიგო და რაღას ირბენს. 

44

2 ოქტომბერი 2025 01:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380

ამ რეალში ნახევარდაცვა რო იყოს ხოდზე ვინისიუსიც ბევრად მაგარი გამოჩნდებოდა ჩაკარგული როა ახლა,თვითონ უწევს მოედნის ცენტრში ბურთის მოპოვება და დავაი წავიდა რაზგონით კარებამდე :D გამართული ნახევარდაცვის დროს ისეთ სწორ ადგილებში მიუვიდოდა პასი რო მეტად ხარისხიანი გამოჩნდებოდა,მბაპე რო არ გვყავდეს წარმომიდგენია სად ვიქნებოდით ახლა.

45

2 ოქტომბერი 2025 01:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 623
2 ოქტომბერი 2025 01:24, Galactico says:

უეჭველი მოიყვანს პერესი ვიტინიას იმედია მოუნდება იმასაც და 90 მილიონი ვინც არ დადოს იმას რა ვუთხარი მე შეჭამა ვიტინიამ პედრი რასაც ქვია ამას ეძახიან ბურთის დამალვას ზუსტად

90 მილიინად.ვინ გამოგატანს ძმაო ვიტინიას, თამ როცანასეთ ფორმაშია. ისააკი ღირს 125 მილიონი, ვირცი 115 და ვიტინია გინდა 90 მილიონად? წარმოუდგენელია

46

2 ოქტომბერი 2025 01:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 179
2 ოქტომბერი 2025 01:33, murtoreali777 says:

კონტრაქტში უწერია მასე რო თუ წასვლა მოუნდა ნებისმიერ გუნდს შეულია 90 ლიმონი გადაიხადოს

47

2 ოქტომბერი 2025 01:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 380
2 ოქტომბერი 2025 01:33, murtoreali777 says:
2 ოქტომბერი 2025 01:24, Galactico says:

უეჭველი მოიყვანს პერესი ვიტინიას იმედია მოუნდება იმასაც და 90 მილიონი ვინც არ დადოს იმას რა ვუთხარი მე შეჭამა ვიტინიამ პედრი რასაც ქვია ამას ეძახიან ბურთის დამალვას ზუსტად

90 მილიინად.ვინ გამოგატანს ძმაო ვიტინიას, თამ როცანასეთ ფორმაშია. ისააკი ღირს 125 მილიონი, ვირცი 115 და ვიტინია გინდა 90 მილიონად? წარმოუდგენელია

კონტრაქტში აქვს ვიტინიას პუნქტი შემდეგ ზაფხულს თუ მოინდომა კლუბიდან წასვლა 90 მილიონად შეუძლიაათ მსურველებს მისი ყიდვა,მაგიტომაც იძახის

48

2 ოქტომბერი 2025 01:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 312

კი კონტრაქტის პუნქტია 90 ლიმონად წავა სადაც უნდა, როგორც მარტინეს ქონდა ბარსაში მიმდინარე წელს თუენდომებდა გააფორმებდა კონტრაქტს ან კიდე წავიდოდა სადაც ენდომებოდა. 

ზეწოლა იქნება ალბათ ვიტინიაზე გააფორმოს, რავი ძმაო ლიგა მოიგე პარიზში მეტი რაუნდა ქნა მოდი და დატოვე ფეხბურთში შენი ისტორია როგორც რეალის მოთამაშეთ ამაზე დიდ, მიღწევას კარიერის ბოლოს ვერდაიკვეხნი მოგწონს თუ არა ეს გუნდი. 

49

2 ოქტომბერი 2025 07:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 57

თუ ვინმეს აინტერესებდა როგორი უნდა იყოს ნორმალური ცენტრი უყუროს გუშინდელ თამაშს, აქ ამოარტყა შენ მცველები უკვე თავის საჯარიმოს ან ბურთს და მიდი სდიეთ თავდამსხმელები და ირბინეთ იქნებ შეძლოთ და 3-4 კაცი მოატყუოთ. რავი რომ გადავდოთ რეალის ნახევარდაცვა ერთი გალეული ვიტინია ვერ გამოვა. ვალვერდე კიდევ არის აი მარკოს ალონსოს სტილის, 3-5-2 ტაქტიკაში რომ გამოიყენება, არ აქვს მაგ კაცს ნახევარმცველის ჭკუა და შეე..ცი თუ გინდა

50

2 ოქტომბერი 2025 07:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 623

გუშინ დიდი სიამოვნებით ჩავუჯექი ბარსამანიის კომენტარებს და კარგადაც ვიხალისე. 5-2 ის მერე ძაან ჟრიამული იყო ატეხილი და გუშინ ჩაწყნარდნენ. ერთი ორი კარგი კომენტარიც ვნახე: 

1.ესეთ პესეჟეზთან მართლა რა აზრი აქვს ხოარ ჯობია გადადონ თამაში??.......

2...25 წუთის მოკლე მიმოხილვა: პედრისა და დეიონგის დუეტმა პესეჟეს ნაქები ნახევარდაცვა უკანალში გამოისვეს. ვიტინია იყო მესამეზე ხო? შემახსენეთ აღარ მახსოვს, იმენა სამაგალითო უნდა იყოს ეს თამაში მაგ ჯილდოს ავტორებისთვის!

..........

ტიპები რა თავდაჯერებულები იყვნენ აზრზე ხართ. გეგონება პსჟ ს კი არა პსვნს ეთამაშებოდნენ. 

რაც შეეხება იამალს, პირადად ჩემს აზრს დავწერ და გინდ დამეთანხმეთ გინდ არა: თამაშის წინ დადებული პოსტები და ბლატავიი წინასწარ მემგონი არაა ლამაზი და კიდევაც არტყმევინეს თავი იმ პოსტზე. და ზოგადად: უნიჭიერესია, მაგრამ თუ არ დასერიოზულდა და ცხოვრების წესი არ შეიცვალა, არ გადაყვა ამ ქალებს და გულავს, ოქროს ბურთს კი არა, ოქროს დიშლას დაიჭერს ხელში. იმენა ერთი ერთში ნეიმარის გზას ადგას.  ისიც გადაყვა გართობას და ქალებს, ეხლა სადაა კიდე კი ვიცით. იმანაც დაიჭირა ბოლოს ხელში ოქროს დიშლა. დარჩა მუდამ მარადმწვანე ტალანტად! 

51

2 ოქტომბერი 2025 08:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 616

ენრიკემ დუბლებით მოუგო  ? 

52

2 ოქტომბერი 2025 13:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 179
2 ოქტომბერი 2025 07:56, murtoreali777 says:

გუშინ დიდი სიამოვნებით ჩავუჯექი ბარსამანიის კომენტარებს და კარგადაც ვიხალისე. 5-2 ის მერე ძაან ჟრიამული იყო ატეხილი და გუშინ ჩაწყნარდნენ. ერთი ორი კარგი კომენტარიც ვნახე: 

1.ესეთ პესეჟეზთან მართლა რა აზრი აქვს ხოარ ჯობია გადადონ თამაში??.......

2...25 წუთის მოკლე მიმოხილვა: პედრისა და დეიონგის დუეტმა პესეჟეს ნაქები ნახევარდაცვა უკანალში გამოისვეს. ვიტინია იყო მესამეზე ხო? შემახსენეთ აღარ მახსოვს, იმენა სამაგალითო უნდა იყოს ეს თამაში მაგ ჯილდოს ავტორებისთვის!

..........

ტიპები რა თავდაჯერებულები იყვნენ აზრზე ხართ. გეგონება პსჟ ს კი არა პსვნს ეთამაშებოდნენ. 

რაც შეეხება იამალს, პირადად ჩემს აზრს დავწერ და გინდ დამეთანხმეთ გინდ არა: თამაშის წინ დადებული პოსტები და ბლატავიი წინასწარ მემგონი არაა ლამაზი და კიდევაც არტყმევინეს თავი იმ პოსტზე. და ზოგადად: უნიჭიერესია, მაგრამ თუ არ დასერიოზულდა და ცხოვრების წესი არ შეიცვალა, არ გადაყვა ამ ქალებს და გულავს, ოქროს ბურთს კი არა, ოქროს დიშლას დაიჭერს ხელში. იმენა ერთი ერთში ნეიმარის გზას ადგას.  ისიც გადაყვა გართობას და ქალებს, ეხლა სადაა კიდე კი ვიცით. იმანაც დაიჭირა ბოლოს ხელში ოქროს დიშლა. დარჩა მუდამ მარადმწვანე ტალანტად! 

გეთანხმები მეც ვიძახი მაგას ძაან თავში აქ ავარდნილი ეს წარმატება რასაც მიაღწია და დაღუპავს ეგ მაგას

53

2 ოქტომბერი 2025 19:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 84

სირცხვილია ვალვერდეზე რო იტყვი რა ფეხბურთელიაო

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (99)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)