ბრაჰიმ დიასი:„„რეალის“ შეტევით პოტენციალს საზღვარი არ აქვს“
ბრაჰიმ დიასმა „კაირათთან“ მატჩში გოლის გატანა შეძლო და გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
„„რეალის“ შეტევით პოტენციალს საზღვარი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ ჩვენი მაჩვენებლები კიდევ უფრო ეფექტური იქნება.“
„მადრიდული დერბის წაგების შემდეგ, ასეთი გამარჯვება სასიამოვნო იყო. ახლა „ვილიარეალზე“ უნდა გადავერთოთ, შემდეგ კი ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპი დგება.“
„ლა ლიგაში ქულების დაკარგვა ჩვენი ამოცანა არ იყო, მაგრამ მსგავს სიტუაციაში მეტოქეებიც იქნება. მთავარი ის არის, რომ წარმატებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ, ჩვენ დიდი რესურსი გვაქვს.“
„სათამაშო დრო? დარწმუნებული ვარ, ალონსო ხშირად მომცემს შანსს. სეზონი გრძელი და მრავალმხრივია.“
- 1 ოქტომბერი 2025
- 450
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.