ჰაუსენი:„გუნდი დამაჯერებელია, გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“
დინ ჰაუსენმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა შეაფასა.
„გუნდი დამაჯერებელია. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდული დერბი დიდი ანგარიშით წავაგეთ, ფსიქოლოგიურად არ გავტყდით. ეს მარცხი იქნება კარგი გაკვეთილი იმისთვის, რომ მომავალში შეცდომები არ დავუშვათ.“
„აუცილებლად აღსანიშნავია არდა გიულერის და კილიან მბაპეს საოცარი კომბინაციური თამაში. ამ უკანასკნელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. ფაქტია, რომ კილიანი საოცარ ფორმაშია.“
„გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენ კარგი იმპულსები მივიღეთ, ახლა კი „ვილიარეალთან“ შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ, რომელიც დამატებით 3 ქულის მოპოვების შესაძლებლობას მოგვცემს.“
- 1 ოქტომბერი 2025
- 267
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.