კამავინგა:„სანაკრებო შესვენების შემდეგ საუკეთესო ფორმაში ვიქნები“
ედუარდო კამავინგამ „კაირათთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მიხარია, რომ მოედანზე დავბრუნდე და გოლის გატანაც შევძელი. რა თქმა უნდა, საუკეთესო კონდიციაში არ ვარ, თუმცა ყოველდღიური ვარჯიში აუცილებლად გამოიღებს შედეგს და სულ მალე უმაღლესი დონის ფეხბურთს ვითამაშებ.“
„ჩაბი მენდობა, მას ჩემზე დიდი გათვლა აქვს, სწორედ ამიტომ, ვალდებული ვარ, გაცილებით მეტი გავაკეთო.“
„სანაკრებო შესვენების შემდეგ, გაცილებით ძლიერი ვიქნები და გუნდს მნიშვნელოვან შეხვედრებში დავეხმარები.“
„„კაირათთან“ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. ეს არ გახლდათ რიგითი 3 ქულა, ამ მოგებამ ფსიქოლოგიური მუხტი მოგვცა, რომელიც „ვილიარეალთან“ შეხვედრაშიც გვექნება.“
- 1 ოქტომბერი 2025
- 250
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.