სებალიოსის ისტორიული გამარჯვება ყაზახეთში
დანი სებალიოსისთვის „კაირათთან“ დაპირისპირება ნამდვილად ისტორიული გამოდგა.
ესპანელმა ფეხბურთელმა მადრიდული გრანდის მაისურით 150-ე გამარჯვება დააფიქსირა.
2017 წელს გუნდში დებიუტის შემდეგ, სებამ „მერენგების“ რიგებში 198 თამაში ჩაატარა, საიდანაც 150 მოიგო, მისი მოგებების მაჩვენებელი მართლაც ძალიან მაღალია.
აღსანიშნავია, რომ დანი სამეფო კლუბში 16 ტიტულს ფლობს.
რაც შეეხება გამარჯვებებს ჩემპიონატების მიხედვით. 150 მოგებიდან 92 ლა ლიგაზე მოდის, 25 ჩემპიონთა ლიგაზე, 19 სამეფო თასზე, 8 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, 4 ესპანეთის სუპერთასზე და 2 ევროპის სუპერთასზე.
- 1 ოქტომბერი 2025
- 473
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.