მბაპე:,,ვინის ბრაზილიაში ვესტუმრები"
კილიან მბაპემ „კაირათის“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ამ საღამოს 3 გოლი გავიტანე, მაგრამ გაცილებით მეტის გატანა შემეძლო, რაზეც გული მწყდება, თუმცა ფეხბურთელს ყოველთვის უნდა უფრო მეტი.“
„მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე. საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ და ვიცი, რომ კიდევ მოვუმატებ.“
„კამავინგას გოლი? დიახ, ედუ თავით ნაკლებად თამაშობს, თუმცა ფაქტია, რომ მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და მეტოქის კარი აიღო, ჩვენ საოცარი ურთიერთობა გვაქვს.“
„ბრაზილიელებთან კომუნიკაცია ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ვინისიუსთან და როდრიგოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მე მათ ბრაზილიაში უნდა ვესტუმრო.“
„დიახ, კამავინგა იმდენჯერ იყო ბრაზილიაში, რომ ნახევრად ბრაზილიელი გახდა (იცინის).“
„როდესაც ბურთს ვინისიუსი იღებს, მაშინვე ვხვდები, რომ სწრაფად უნდა ვიმოძრავო და სივრცეები ვიპოვო, რადგან ბრაზილიელს ბურთის ტარების განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ის ძალიან სწრაფად გადაადგილდება.“
„დერბის წაგება ჩვენთვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ ახლა გონს უნდა მოვეგოთ. წინ ლა ლიგის დაპირისპირება გველის, სანაკრებო შეკრების შემდეგ კი, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავდივართ, კალენდარი, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარსა და ნოემბრის დასაწყისში გვაქვს, ბევრ რამეს გვიჩვენებს.“
- 1 ოქტომბერი 2025
- 3 037
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.