გიულერი:„მბაპე კომფორტული პარტნიორია“
არდა გიულერმა ყაზახეთში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ, თანაც დამაჯერებლად და დიდი ანგარიშით, მაგრამ ფაქტია, რომ „კაირათს“ საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა.“
„მასპინძლები პირველ ნახევარში სწრაფ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობდნენ.“
„როდესაც ანგარიში 0:2 გახდა, „კაირათს“ გაუჭირდა, ჩვენ კი ყველაფერი გამოგვდიოდა, სწორედ ამიტომ, უფრო მეტი გოლის გატანაც შევძელით.“
„მბაპე კომფორტული პარტნიორია, ის მოედნის ყველა წერტილში ჩნდება, რაც ნახევარმცველებს მოქმედების არეალს გვიზრდის და ვცდილობთ, მივიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება.“
„დარწმუნებული ვარ, ამ მატჩში ფრანგს 5 გოლის გატანაც შეეძლო, უბრალოდ გარკვეულ მომენტებში არ გაუმართლა.“
„მიხარია, რომ ჩემი სათამაშო დრო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ყველაფერს გავაკეთებ მეტი პროგრესისთვის.“
- 1 ოქტომბერი 2025
- 273
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.