მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე მე-60 გოლი გაიტანა!
კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგაზე ფრენას განაგრძობს. ფრანგმა ფეხბურთელმა ამ სეზონში უკვე 5 გოლის გატანა შეძლო, საერთო ჯამში კი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უკვე 60 გატანილ გოლს მოითვლის.
ამ შედეგით მადრიდელი „10“-იანი შევიდა იმ ფეხბურთელების სიაში, რომლებსაც 60 და მეტი გოლი აქვთ გატანილი, ასეთი კი „რეალში“ და ზოგადა ევროპის მასშტაბით ბევრი არ არის.
მიმდინარე სეზონი კილიანმა საოცრად დაიწყო, მას კლუბსა და ნაკრებში 13 ჩატარებულ დაპირისპირებაში 15 გოლი აქვს გატანილი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგმა შემტევმა სექტემბრის თვეში ყველა მატჩში შეძლო მეტოქის კარის აღება.
- 1 ოქტომბერი 2025
- 261
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.