ალაბა:„მბაპე უალტერნატივო ფეხბურთელია“
დავიდ ალაბამ „კაირათთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მიხარია, რომ მოედანზე გავედი და 90 წუთი გავატარე. ფიზიკური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ მაქვს და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ დროს მივიღებ.“
„გუნდს სჭირდებოდა გამარჯვება, როგორც სატურნირო, ასევე მენტალური თვალსაზრისით, რადგან მადრიდული დერბის წაგებამ დიდი დარტყმა მოგვაყენა.“
„კილიან მბაპე მსოფლიოში საუკეთესოა, ის უალტერნატივო ფეხბურთელია. ფრანგი დიდ დახმარებას გვიწევს და ერთმანეთზე ეფექტური გოლების გატანას ახერხებს.“
„ახლა ლა ლიგაზე გადავერთვებით, წინ მნიშვნელოვანი შეხვედრას გველის.“
- 1 ოქტომბერი 2025
- 284
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.