ალონსო:„ხანდახან ვფიქრობ, რომ ის სხვა პლანეტიდანაა“
ჩაბი ალონსომ „კაირათის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„არდა გიულერი ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, ეს ფეხბურთელი ნიჭით სავსეა, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, თანაც სწორედ. თურქი ძალიან კარგად კომბინირებს კილიან მბაპესთან, ეს კი მნიშვნელოვანია.“
„აქაურობა მომეწონა, ქალაქის ნაწილი დავათვალიერე, განსხვავებული სიტუაციაა.“
„ბრაჰიმ დიასი და როდრიგო მოედანზე შესანიშნავად შემოვიდნენ, მათ ჰქონდათ საკუთარი ელფერი და გუნდს სისწრაფე შესძინეს. ორივეს გამო ბედნიერი ვარ.“
„მბაპე? ის ყველა თამაშში გოლს იტანს, საოცარ ფორმაშია. ხანდახან ვფიქრობ, რომ ფრანგი სხვა პლანეტიდანაა. არ ვიცი სად გადის ზღვარი მის შესაძლებლობებს და შეუძლებელ საფეხბურთო კომპონენტებს შორის.“
„დღეს ჩვენ ვნახეთ, რატომ თამაშობს „კაირათი“ ჩემპიონთა ლიგაზე. დიახ, გავიმარჯვეთ, მაგრამ ამ გუნდის შემართებას, სულისკვეთებას და ტაქტიკურ განსწავლულობას ნამდვილად უნდა გავუსვათ ხაზი. მასპინძლებმა პირველ ნახევარში საოცარი შთაბეჭდილება დატოვეს.“
„ვინისიუსს კარგი თამაში ჰქონდა, ის ძალიან აქტიურობდა და კილიანთან შესანიშნაბი კომბინაციები ჰქონდა. ამ დუეტის წყალობით უფრო მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო.“
„ფედე ხურდებოდა? თამაშში ვიყავი ჩართული, ურუგვაელის საჭიროება არ დამდგარა, მას დასვენების საშუალება მივეცი.“
„მადრიდულ დერბიში განცდილი მარცხი ძალიან მძიმე იყო. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ დაცვითი კომპონენტი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.“
„კარერასი? მასაც დასვენების საშუალება მივეცი, გუნდში მცირედი როტაცია აუცილებელი იყო, ახლა კი კვლავ ლა ლიგაზე უნდა გადავერთოთ.“
- 1 ოქტომბერი 2025
- 1 608
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.