თანაგუნდელებს ბენზემასი შურთ?
მადრიდის რეალის მცველი, პეპე კონტრატქის გაუმჯობესებას ითხოვს. პორტუგალიელი ფეხბურთელი ხელფასს იმდენს მოითხოვს, რამდენიც მის თანაგუნდელს კარიმ ბენზემას აქვს. კარიმის ხელფასი 5 მილიონი ევროა. ეს არის სპორტული შური?
ყველაფერი მიუთითებს დიახს. გასულ სეზონში გონსალო იგუაინიც ითხოვდა კონტრაქტის გაუმჯობესებას. არგენტინელ ფორვარდს პეპეს მსგავსად დაბალი ხელფასი ქონდა და ამტკიცებდა, რომ სამართლიანი იქნებოდა თუ მასაც იმდენს გადაუხდიდნენ, რამდენსაც ბენზემას უხდიან. კლუბმა და მოთამაშემ საბოლოდ მიაღწიეს შეთანხმებას, მაგრამ პიპიტას ხელფასი 5 მილიონი ევრო მაინც არ არის.
ახლა პეპეც იგივე სიტუაციაშია და მასაც სურს კარიმის ნაირი ხელფასი ჰქონდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბენზემასი შურთ? თქვენი აზრით იმსახურებს 22 წლის ფეხბურთელი ამ ხელფასს?
- 3 ოქტომბერი 2010
- 2 083
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.