ფედე:,,დერბის შემდეგ სერიოზული საუბარი გვქონდა"
ფედერიკო ვალვერდემ „კაირათთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ხვალინდელი მატჩი? ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო შთაბეჭდილება დავტოვოთ და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. კარგი განწყობა აუცილებელია, ვინაიდან მადრიდული დერბის წაგებამ ძალიან ცუდად იმოქმედა. გვჯერა, რომ 3 ქულის მოპოვება შეგვიძლია, ეს კი მნიშვნელოვანი იქნება.“
„განსხვავებულ გარემოში ვართ. მეტოქეს კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ თვისობრივად არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. მოსაგებად ჩამოვედით და გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების.“
„სამწვრთნელო შტაბთან ინტენსიური საუბრები გვქონდა. ბევრი რამ გავაანალიზეთ და საბოლოო ჯამში გვჯერა, რომ მეტი ყურადღება და კონცენტრაცია გვექნება. რა თქმა უნდა, რთული დღეები გავიარეთ, მაგრამ ახლა გონს უნდა მოვეგოთ. ის, რაც ალონსომ გვითხრა, ბევრი ფეხბურთელისთვის ფსიქოლოგიური მუხტის მიმცემი იყო.“
„დინამიკა უნდა შევცვალოთ, ზაფხულიდან მოყოლებული დიდი ანგარიშით 2-ჯერ წავაგეთ, პირველად ეს „პსჟ“-სთან მოხდა, შემდეგ კი სიმეონეს გუნდთან. ახლა საჭიროა გაერთიანება და შეცდომების გაანალიზება.“
„არ უნდა დაგვავიწყდეს შესანიშნავი სტარტი, რომელიც გვქონდა. ტრაგედია არაფერია, შეგვიძლია კვლავ განვაგრძოთ გამარჯვებები და ყველა ტურნირზე ვიბრძოლოთ.“
„ენთუზიაზმით სავსეები ვართ. დარწმუნებული ვარ, „რეალისთვის“ ეს სეზონი წარმატებული იქნება.“
„კარვახალის ტრავმა ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე დაპირისპირებაში კაპიტნის რანგში მომიწევს ყოფნა. ეს ჩემთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა. 100%-ით ვიხარჯები, თუმცა ეს არ არის ჩემი საუკეთესო ვერსია. აუცილებლად მოვუმატებ და უფრო მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი მექნება.“
„ჩაბი ბევრს მუშაობს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ახალი მწვრთნელი გვყავს. იდეების განხორციელება დაწყებულია, თუმცა გარკვეულ ასპექტებს შესაბამისი დრო სჭირდება.“
„იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ მარჯვენა მცველად ვითამაშო. ჩემი საყვარელი რგოლი ნახევარდაცვაა, მაგრამ როდესაც ამის საჭიროება დგას, მზად ვარ, გუნდს დავეხმარო. ჩემი მარჯვენა მცველად მოსინჯვა უეცრად მოხდა, ვინაიდან შემადგენლობაში სერიოზული პრობლემები გვქონდა. როგორც უკვე გითხარით, ეს არ არის ჩემი პოზიცია, მაგრამ როდესაც საჭიროება მოითხოვს, ვიქნები მარჯვენა მცველი.“
„რა თქმა უნდა, ვერ დამაკმაყოფილებს უნარი, რომელიც მაქვს. მე არ შემიძლია შეტევების შეკავება ისე, როგორც მცველებს, ეს არასდროს მისწავლია.“
„„კაირათის“ წინააღმდეგ ტაქტიკური მონახაზები არ ჩამოგვიყალიბებია, ამის დრო ფიზიკურად არ იყო. „რეალი“ საკუთარ სტილში ითამაშებს.“
- 29 სექტემბერი 2025
- 2 145
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



